“Newposts”-თან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანი მიროტაძემ ალექსანდრე ჭიკაიძის გადადგომასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით ჭიკაიძის გადადგომა სწორი გადაწყვეტილებაა და ის ხალხი რომელიც ამ საქციელს ნაკარნახევს უწოდებს პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებს აწ უკვე ექს შსს მინისტრს.
„მიმაჩნია რომ მან იგრძნო ის პასუხისმგებლობა, ვაზაგაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით რომელიც ნომერ პირველი საქმეა დღეს. მე მიმაჩნია რომ მისი თანამდებობიდან წასვლა სწორი გადაწყვეტილებაა და ეს ნიშნავს იმას რომ „ქართულ ოცებაში“ არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც არ არიან ორიენტირებულნი თანამდებობებზე არამედ ორიენტირებულნი არიან პრინციპებზე. ინფორმაცია თითქოსდა მისი თანამდებობიდან წასვლა არის ნაკარნახევი არის შეურაცხყოფა ამ ახალგაზრდა ადამიანის მიმართ“.- განაცხადა ანი მიროტაძემ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე პრემიერ-მინისტრს გადადგომის მოთხოვნით მიმართავს. ამის შესახებ ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მასალის გამოყენების პირობები






