რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულების რატიფიკაცია აფხაზეთის ანექსიის ტოლფასია
პოლიტიკა - 17:06, 23 Jan, 2015     1544

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო რუსეთის დუმის მიერ "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორების შესახებ" ხელშეკრულების რატიფიცირებას ეხმაურება. გთავაზობთ აღნიშნულ განცხადებას:

დღეს, 23 იანვარს რუსეთის დუმის მიერ რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორების შესახებ“ ხელშეკრულების რატიფიცირებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო აფასებს საქართველოს განუყოფელი ნაწილის – აფხაზეთის რუსეთის მიერ საბოლოოდ ანექსიისა და შემოერთების მორიგ მცდელობად.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო კიდევ ერთხელ აცხადებს პროტესტს რუსეთის მიერ საქართველოში დამპყრობლური პოლიტიკის მიზანმიმართულად განხორციელების გამო, რის შედეგად ოკუპირებულია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი, უგულებელყოფილია აფხაზეთის მოსახლეობის სამი მეოთხედის ნება და გრძელდება ეთნიკური წმენდის დაკანონება.

მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების აფხაზეთის სეპარატისტულ ხელისუფლებასთან გაფორმებით რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ისეთ ძირითად აქტებს, რომლებიც იცავს სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობის, ძალის გამოყენებაზე უარის თქმის, სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის, სახელმწიფო საზღვრების ურღვევობის და სხვა სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებს.

საქართველოში, ისევე როგორც უკრაინასა და მოლდოვაში, თავისი იმპერიული ზრახვების რეალიზაციით რუსეთი სრულ იგნორირებას უკეთებს საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესახებ გაეროს 1970 წლის დეკლარაციას, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს სახელმწიფოთა სუვერენულ თანასწორობათა ცნებებს, მათ შორის სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის ხელშეუხებლობის შესახებ.

რუსეთის აგრესიული, პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ ათეული წლების მანძილზე ჩადენილი სამხედრო თუ პოლიტიკური აგრესიის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების მიერ არაადექვატური რეაგირების შედეგია მსოფლიო სტაბილურობისათვის საშიში რუსეთის იმპერიის მიერ მიმდინარე ეტაპზე შექმნილი ახალი სამხედრო კონფლიქტი უკრაინაში.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობის წევრ ქვეყნებს და ორგანიზაციებს, მსოფლიოს დემოკრატიულ სამყაროს ხმა აღიმაღლონ რუსეთის ფედერაციის დამპყრობლური პოლიტიკის მიმართ, არ დაუშვან დემოკრატიის გზაზე მდგარი ახალგაზრდა დამოუკიდებელი სახელმწიფოების რუსეთის მიერ ანექსია და საბჭოთა კავშირის რეანიმაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში აფხაზეთის ტერიტორია - საქართველოს შავიზღვისპირეთის 200 კილომეტრიანი მონაკვეთი გახდება ევროპის, მთელი ევროატლანტიკური სივრცის წინააღმდეგ მიმართული სამხედრო პლაცდარმი," - ნათქვამია განცხადებაში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42