პრეზიდენტი ოკუპირებული რეგიონების მთავრობასა და არასამთავრობო სექტორს შეხვდა
პოლიტიკა - 16:13, 23 Jan, 2015     1305

საქართველოს პრეზიდენტი დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ვახტანგ ყოლბაიას, ცხინვალის რეგიონის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, დიმიტრი სანაკოევსა და იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც ოკუპირებული რეგიონების საკითხებზე მუშაობენ.

შეხვედრისას, მათ ის საკითხები განიხილეს, რომლებიც მწვავედ დგას ოკუპირებულ რეგიონებში. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებული „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ ე.წ. ხელშეკრულება და რუსეთის დუმაში მისი რატიფიკაცია იყო.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის გააქტიურება, რათა ეს პრობლემა მშვიდობიანი გზით, უცხოელი პარტნიორების დახმარებითა და მხარდაჭერით მოგვარდეს. საუბარი შეეხო აფხაზებსა და აფხაზეთში მცხოვრები სხვა ეროვნების მოქალაქეებსაც.

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძემ მსგავსი შეხვედრების აუცილებლობაზე ისაუბრადა აღნიშნა, რომ კონსულტაციების მიზანი განსხვავებულ აზრთა შეჯერება და ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებაა. „პრეზიდენტმა დაიწყო შეხვედრები მსგავსი ფორმატით, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებაში არსებული ყველა წინადადების მოსმენას. ერთიანი პოზიცია ჩამოყალიბდება მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც თითოეული მოსაზრება იქნება განხილული და გაიმართება დისკუსია. ეს პროცესი აუცილებელია, რათა საზოგადოებაში მოხდეს განსხვავებული აზრების შეჯერება და ყველამ ერთად - სახელმწიფომ, საზოგადოებამ, პოლიტიკურმა ძალებმა, არასამთავრობო სექტორმა, დევნილმა მოსახლეობამ - მაქსიმალურად ჩამოვაყალიბოთ ის პოზიცია, რომელსაც შემდეგ ყველა ერთიანად დავიცავთ“, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ და დასძინა, რომ ამ პროცესის მთავარი პრინციპებია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება და საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების ჩათვლით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42