აუხსნას ხადურმა პენსიონერს როგორ უნდა გაუძლონ ამ გამოწვევას - მელიქიშვილი
პოლიტიკა - 15:27, 23 Jan, 2015     1885
დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზურაბ მელიქიშვილმა ლარის კურსის ვარდნასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა. მელიქიშვილის განცხადებით, მთავრობას ამ მიმართულებით არ აქვს არანაირი პოლიტიკა შემუშავებული.

„სამწუხაროდ ლარის კურსმა გადააბიჯა ორნიშნულიან ზღვარს, რაც ძალზედ უარყოფითად აისახება ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობაზე. პირველ რიგში ავღნიშნავ, ეს პირდაპირ გავლენას ახდენს იმ ნახევარმილიონ მოქალაქეზე, რომელსაც კრედიტი დოლარიში აქვს აღებული და შემოსავალი აქვს ლარში. ეს პირდაპირ გავლენას ახდენს სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე და პენსიონერებზე. მარტო პენსიის საკითხი რომ ავიღოთ და შევადაროთ წინა წლებს 2012 წელს ლარის კურსი იყო 1,65 და პენსია იყო 125 ლარი რაც იყო 75,75 დოლარი. 2015 წელს როდესაც დოლარის კურსმა 2,0 ლარს გადააბიჯა, 150 ლარიანი პენსიის პირობებში ისინი იღებენ 75 დოლარს. დღევანდელი მთავრობა ყველაფერს აბრალებს დოლარის გაუფასურებას, დაწყებული ჩრდილოეთ პოლუსიდან დამთავრებული სამხრეთ პოლუსამდე თუ რამე ხდება ყველაფერზე კომენტარს აკეთებენ გარდა საკუთარი უნიათობისა, გარდა ამისა ამ მიმართულებით საერთოდ არ გვაქვს არანაირი პოლიტიკა შემუშავებული. ლარის გაუფასურებას ემატება გაზრდილი ფასები პროდუქტზე და წამლებზე, რომელიც 20%-ით არის გაზრდილი. გამოვიდეს ბატონი ნოდარ ხადური და აუხსნას პენსიონერს როგორ უნდა გაუძლოს ამ გამოწვევას დღევანდელი ლარის კურსის პირობებში. ჩვენ არათუ ვთხოვთ, მოვითხოვთ ხელისუფლებისგან რომ რაც არის განსხვავება 350 მილიონი ლარი 2015სა და 2014 წლის სახელფასო და საპრემიო ფონდებს შორის, აქედან დაუყონებლივ 150 მილიონი ლარი, რომ საშუალოს 20 ლარის კომპენსაცია მაინც მიიღონ პენსიონერებმა, გადატანილ იქნას საპენსიო მუხლში."-განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ლარი გაუფასურებას განაგრძობს და მისმა კურსმა დოლართან მიმართებაში ორნიშნულიან ზღვარს გადააბიჯა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42