ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი მიიჩნევს, რომ თუ იური ვაზაგაშვილი გარდაცვალებამდე ბიძინა ივანიშვილს შეხვდა, მაშინ ეს უკანასკნელი უნდა დაიკითხოს.
თუმცა ადვოკატს არ აქვს ზუსტი ინფორმაცია, შეხვდა თუ არა იური ვაზაგაშვილი ბიძინა ივანიშვილს.
„თუ იური ვაზაგაშვილი გარდაცვალებამდე შეხვდა ბიძინა ივანიშვილს, მაშინ ბიძინა ივანიშვილით გამოძიება უნდა დაინტერესდეს და აუცილებელია მოხდეს მისი დაკითხვა. საინტერესოა, რა ინფორმაციას ფლობდა ბიძინა ივანიშვილი ზურაბ ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით", - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.
იური ვაზაგაშვილი კასპის რაიონში საკუთარი შვილის საფლავზე აფეთქების შედეგად გარდაიცვალა. გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განძრახ მკვლელობას გულისხმობს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალებამდე ის ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდა.
მასალის გამოყენების პირობები






