პრეზიდენტის მრჩევლის კახა კოჟორიძის თქმით, გიორგი მარგველაშვილისთვის ომბუდსმენის რეკომენდაციები მნიშვნელოვანია.
შეკითხვაზე თუ რა იყო ის ორი რეკომენდაცია, რომელიც პრეზიდენტმა არ გაითვალისწინა, კოჟორიძე ამბობს, რომ მას ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
„კარგი იქნებოდა რეკომენდაციების შინაარსობრივი განხილვებიც, თუმცა დღევანდელი ფორმატი ამის საშუალებას არ იძლევა. რაც შეეხება იმას, თუ რომელი რეკომენდაცია არ გაითვალისწინა პრეზიდენტმა, ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. დღეს ამ რეკომენდაციების შინაარსს გავარკვევ“, - განაცხადა კოჟორიძემ.
ომბუდსმენმა სამთავრობო უწყებებისთვის გაგზავნილი რეკომენდაციების შესრულების ანგარიში წარმოადგინა. როგორც ანგარიშიდან ირკვევა ზოგი სამინისტრო სახალხო დამცველის რეკომენდაციას საერთოდ არ ითვალისწინებდა.
მონაცემების მიხედვით, პრეზიდენტს უჩა ნანუაშვილმა 2 რეკომენდაცია გაუგზავნა, გიორგი მარგველაშვილმა კი არც ერთი მათგანი არ გაიზიარა.
მასალის გამოყენების პირობები






