ომბუდსმენმა სამთავრობო უწყებებისთვის გაგზავნილი რეკომენდაციების შესრულების ანგარიში წარმოადგინა. როგორც ანგარიშიდან ირკვევა ზოგი სამინისტრო სახალხო დამცველის რეკომენდაციას საერთოდ არ ითვალისწინებდა.
მონაცემების მიხედვით, პროკურატურას 40 რეკომენდაცია გადაეგზავნა, აქედან 8 არ შესრულდა, 9-ზე კი ნანუაშვილს პასუხი საერთოდ არ მიუღია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 რეკომენდაცია გადაეგზავნა, საიდანა ჭიკაიძის უწყებამ არც ერთი რეკომენდაცია არ გაითვალისწინა.
სასჯელაღსრულების სამინისტროს 16 რეკომენდაცია გადაეგზავნა, აქედან მხოლოდ 4 შესრულდა. პრეზიდენტს უჩა ნანუაშვილმა 2 რეკომენდაცია გაუგზავნა, გიორგი მარგველაშვილმა კი არც ერთი მათგანი არ გაიზიარა.
„რამდენიმე რეკომენდაციასთან დაკავშირებით მათ კონკრეტული არგუმენტები ჰქონდათ, თუ რატომ არ შესრულდა. ჩვენ ველოდებით, რომ ყველა პასუხგაუცემელ რეკომენდაციაზე პასუხს მივიღებთ“, - განაცხადა ნანუაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






