იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიებაში შესაძლოა საერთაშორისო დონის გამომძიებლები და ექსპერტები ჩაერთონ.
ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განაცხადა.
„გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს. საქმის გამოსაძიებლად სამართალდამცველებს სერიოზული ძალისხმევა დაჭირდებათ. უშვებ იმასაც, რომ მათ ამ საქმის გამოძიებაში საერთაშორისო გამოცდილების მქონე ექსპერტები და გამომძიებლები ჩართონ, რადგან შესაძლოა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის სამართალდამცველებმა თავი ვერ გაართვან ამ ყველაფერს, ვინაიდან საქმე არის ურთულესი და უმძიმესი. რაც შეეხება გამოძიების მიმდინარეობას, არ მინდა კონკრეტულ საგამოძიებო მოქმედებებზე ვისაუბრო, რომელიც ძალიან წინ წაწევს საქმეს, თუ იმ მხარის ჩართულობა იქნება, რომლის ჩართვას პროკურატურა აპირებს. ამ წუთში კონკრეტული გამოკვეთილი კონტურები თუ რა მიმართულებით მიდის გამოძიება, არ არის. ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება“, - განაცხადა ირმა ჭკადუამ.
მასალის გამოყენების პირობები






