„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, სწრაფად დანიშნონ ნატოში საქართველოს ელჩი.
ამის შესახებ პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„მთავრობა! ნატოს უელსის სამიტის გადაწყვეტილებებზე შემუშავებული სამოქმედო გეგმის გახმიანების და მისი რეალიზაციის ეტაპი კარს არის მომდგარი! რამდენ ხანს აპირებთ კიდევ ელჩის დანიშვნის გაჭიანურებას? ხომ გამოხვედით ემოციურ-სოლიდარული გაუგებრობიდან? ხომ ხართ თქვენც ნატოც და ევროკავშირიც? თუ აღარ ხართ, უთხარით საზოგადოებას! თუ ელჩის დანიშვნის უნარი არ შეგწევთ, ეგეც გვითხარით! ხომ შექმენით დამატებითი საბჭო! შეიკრიბეთ! დროზე მოიფიქრეთ! გადაწყვიტეთ და იმოქმედეთ! თუ ვერ ან/და არ, მერე არაფერი გეწყინოთ და გაგიკვირდეთ!“, - წერს პეტრიაშვილი.
ნატო-ში საქართველოს ელჩს ლევან დოლიძეს 26 იანვარს უფლებამოსილების ვადა ეწურება, თუმცა მისი შემცვლელი ჯერ შერჩეული არ არის.
მასალის გამოყენების პირობები






