რა ფარული მოლაპარაკებები იგეგმება რუსეთსა და საქართველოს შორის - ენმ-ს განცხადება
პოლიტიკა - 13:36, 23 Jan, 2015     2816

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, რუსული ავიაკომპანიების საქართველოში კაბალური პირობებით შემოყვანასთან დაკავშირებით, 25 იანვარს რუსეთსა და საქართველოს წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები გაიმართება.

უმცირესობის ინფორმაციით, ამ მოლაპარაკებებისთვის რუსეთიდან სპეციალური ჯგუფი ჩამოდის.

„ჩვენ შევიტყვეთ რომ ზეგ, 25 იანვარს, საზოგადოების ზურგს უკან, გაიმართება მორიგი მოლაპარაკებები საქართველოსა და რუსეთს შორის რუსული ავიაკომპანიების საქართველოში კაბალური პირობებითა და ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ შემოყვანასთან დაკავშირებით. საქართველოს მხრიდან ამ მოლაპარაკებებს აწარმოებს ივანიშვილის პირადი ბორტ-ინჟინერი, რომელიც მან დანიშნა ავიაციის დეპარტამენტის უფროსად.

ამ მოლაპარაკებებისთვის რუსეთიდან ჩამოდის სპეციალური ჯგუფი. გვინდა ცალსახად განვაცხადოთ, რომ ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი ზოგადად ქართული საჰაერო სივრცის გახსნის და ამ სექტორში თავისუფალი საბაზრო მიდგომების გამოყენების. მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ აქ არ უნდა შემოდიოდენ ავიაკომპანიები რომლებიც არღვევენ საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ (მაგალითად აეროფლოტი, პერიოდულად ახორციელებს რეისებს სოხუმში), ავიაკომპანიები, რომლებიც არიან პირადად პუტინის მფლობელობაში (მაგალიტად უტეაირი (UTAIR) და ავიაკომპანიები, რომლეთაც აქვთ ძალიან დიდი მოცულობის ვალები დასავლური სანქციების გამო და აქ შეიძლება შემოდიოდნენ მხოლოდ პოლიტიკური და არა ბიზნეს მოტივებით (მაგალითად ტრანსაერო). ჩვენ ასევე ვეწინააღმდეგებით მოლაპარაკებების საზოგადოების ზურგს უკან ფარულად წარმოებას“, - ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42