საქართველოს მთავრობამ უნდა მიიღოს ზომები, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულება ევროპაში და გეროში იყოს განხილული.
ამის შესახებ სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი სანაკოევმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
„უნდა მოვამზადოთ წინადადებები, თუ რა უნდა გავაკეთოთ ამ მიმართულებით და ისინი რეკომენდაციის სახით მივაწოდოთ მთავრობას და პრეზიდენტს. ჩემი აზრით, მთავრობამ უნდა მიიღოს ზომები და ეს ე.წ. ხელშეკრულება არა მარტო ჩვენთან, არამედ ევროპასა და გაეროშიც განიხილონ", - განაცხადა სანაკოევმა.
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში დასავლეთის ჩართვაზე საუბრობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავჯმდომარეს.
„რატიფიცირების პროცესს ველოდებით, ამაში ახალი არაფერია, ე.წ. პროცედურა გრძელდება. მთავარია რომ ეს ყველაფერი არ ავიდეს იმ რანგში, რომ ჩავარდეთ ისტერიაში. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ფრთხილად და ფაქიზად, რადგან ჩვენ ძირითადი ძალა უნდა გვეგულებოდეს დასავლეთში. ჩვენი პარტნიორების მეშვეობით უნდა მოვახდინოთ ზეწოლა რუსეთზე“, - განაცხადა ყოლბაიამ.
საქართველოს პრეზიდენტი დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარეს ვახტანგ ყოლბაიას და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დიმიტრი სანაკოევს ხვდება. შეხვედრაზე საუბრის თემა ოკუპირებული აფხაზეთის მიერ რუსეთთან გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულება, ასევე სამხრეთ ოსეთთან გასაფორმებელი დოკუმენტი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები






