მეგობრებოოო!!! ძალიან მძიმე შემთხვევასთან გვაქვს საქმე - ანი ნადარეიშვილი
სოც.მედია - 21:16, 22 Jan, 2015     17130

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი საზოგადოებას ორი ოჯახის თანადგომისკენ მოუწოდებს, რომლებსაც ბინიდან ასახლებენ. ნადარეიშვილის ინფორმაციით, ერთ-ერთი 2008 წლის ომის მონაწილე ამირან ცერცვაძის ოჯახია.

„მეგობრებოოო!!! ძალიან მძიმე შემთხვევასთან გვაქვს საქმე, ორ ოჯახს, რომელთაგან ერთი დამსახურებული სამხედროს, 2008 წლის ომის გმირის ამირან ცერცვაძის ოჯახია, ხოლო მეორე სოციალურად დაუცველი უსინათლოთა კავშირის წევრი მრავალშვილიანი ავთანდილ ლომიძის ოჯახია სახელმწიფო ასახლებს ბინებიდან, რომელიც მათ თავდაცვის სამინისტრომ გადასცა 2009 წელს, ხოლო ამ ბინებს გადასცემენ ძმებ ლაზარე და ავთანდილ ჯორბენაძეებს (ეს უკანასკნელი შევარდნაძის ხელისუფლების მაღალჩინოსანი იყო).

მე, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, რომელიც ვალში ვარ ისევე როგორც ყველა ქართველი, გმირ მაიორ ამირან ცერცვაძის წინაშე, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ არ დავუშვა ეს ჩვენი ქვეყნისთვის სამარცხვინო ფაქტი და გთხოვთ ყველას დამიდგეთ გვერდში, არ დავტოვოთ ჩვენი გმირის და სოციალურად დაუცველი უსინათლოს ოჯახები ქუჩაში!!!

მაიორი ამირან ცერცვაძე - ბატალიონის ყოფილი მეთაური რომელმაც მთელი ცხოვრება შესწირა არმიას (თანამდებობიდან გათავისუფლებული პოლიტიკური ნიშნით), 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს მიღებული აქვს მრავლობითი ჭრილობები, ასევე 2-ჯერ მიღებული აქვს მონაწილეობა ერაყში სამშვიდობო ოპერაციებში, დაჯილდოებულია: ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით, ღირსების ორდენით, მედალი „მხედრული მამაცობისთვის“, მედალი „სამშობლოსათვის თავდადებული“, მედალი „გენერალი მაზნიაშვილი“, მედალი „გენერალი კვინიტაძე“, მედალი „საბრძოლო იარისთვის“, მედალი „საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში უმწიკვლო სამსახურისთვის“ (I ხარისხი), მედალი „საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში უმწიკვლო სამსახურისთვის“ (II ხარისხი), მედალი „საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში უმწიკვლო სამსახურისთვის“ (III ხარისხი), მიღებული აქვს უამრავი ადგილობრივი და საერთაშორისო სიგელი და სერტიფიკატი“, - წერს ნადარეიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42