საქართველოს პრეზიდენტი მზადაა ნებისმიერ ფორმატში იდებატოს - კვერენჩხილაძე
პოლიტიკა - 19:25, 22 Jan, 2015     1294

პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის თარიღი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ განუცხადა.

მისივე განმარტებით, თარიღი პარლამენტის აპარატთან შეთანხმდება. ამ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობა მიმდინარეობს.

"უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი პრეზიდენტის პარლამენტში მისვლის სავარაუდო თარიღი, რაც, რა თქმა უნდა, პარლამენტის ხელმძღვანელობასთან ერთობლივად იქნება ჩამოყალიბებული. რაც შეეხება გამოსვლის თარიღის გადავადებას, ეს გათვალისწინებულია პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით. თუ გადავავლებთ თვალს უკანასკნელი პერიოდების მოხსენებებს, ყოველთვის ცოტა მოგვიანებით ხდება ხოლმე პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში", - აღნიშნა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.

მოხსენების შემდეგ დებატების გამართვის საკითხს, კვერენჩილაძის თქმით, ქვეყნის პირველი პირი ნებისმიერ ფორმატში მონაწილეობისთვის მზადაა.

"დებატების საკითხი არის პარლამენტის გადასაწყვეტი. მე შემიძლია დაგიდასტუროთ საქართველოს პრეზიდენტის მზადყოფნა ნებისმიერ ფორმატში, მათ შორის პოლიტიკურ დებატებში მიიღოს მონაწილეობა", - განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42