პრემიერმა "მსოფლიო ლიდერებთან არაფორმალურ შეხვედრაში" მიიღო მონაწილეობა
პოლიტიკა - 16:44, 22 Jan, 2015     1242
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა "მსოფლიო ლიდერებთან ერთად არაფორმალურ შეხვედრაში" მიიღო მონაწილეობა. შეხვედრაზე სტრატეგიული კონკურენციის ახალ გლობალურ კონტექსტზე ისაუბრეს.

სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ბოლო პერიოდში მსოფლიოში შექმნილ ვითარებაზე. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ბოლო თვეებსა და წლებში მსოფლიო უსაფრთხოების არქიტექტურა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დადგა; აგრესიული სეპარატიზმის, სახელმწიფოთაშორისი და შიდასახელმწიფოებრივი კონფლიქტების ახალი ტალღები, ასევე ტერორიზმის მზარდი საშიშროება და სხვა გლობალური მნიშვნელობის პრობლემები საფრთხეს უქმნის სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ფუნდამენტური თავისუფლებებისა და ადამიანის უფლებათა ძირეულ პრინციპებს.

“საქართველოში ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ დემოკრატიის გაძლიერება არის ჩვენი საზოგადოების სტრატეგიული პრიორიტეტი და ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, რათა ჩვენს ქვეყანაში განვამტკიცოთ ძირითადი თავისუფლებები, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებათა დაცვა. ამავე დროს, ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ დემოკრატია და ადამიანის უფლებები უნდა იყოს ნებისმიერი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობის ცენტრში, იქნება ეს სახელმწიფოთაშორისი თუ შიდასახელმწიფოებრივი ურთიერთობები. ჩვენ ასევე გვჯერა, რომ მხოლოდ დემოკრატიულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოებს, რომლებიც თავისუფლად განსაზღვრავენ თავიანთი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს, ერთიანდებიან ალიანსებში და კავშირებში, შეუძლიათ ისეთ თანამშრომლობაში მონაწილეობა, რომელიც დააკმაყოფილებს ყველა დაინტერესებული მხარის საჭიროებებს,” - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

“მსოფლიო ლიდერთა არაფორმალურ შეხვედრას” სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი პროფესორი კლაუს შვაბი, ეუთო-ს გენერალური მდივანი, გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი და მსხვილი ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42