ვადამდელი არჩევნები ,,ნაცმოძრაობისთვის“ მომაკვდინებელი დარტყმისთვის - ივანიშვილის გეგმა
პოლიტიკა - 16:01, 22 Jan, 2015     17204
იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების დღეს, ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი ,,ქართული ოცნების“ ლიდერებს შეხვდა და ვაზაგაშვილის მკვლელობის შესახებ ესაუბრა.

ამ საკითხზე გაზეთი ,,ალია“ დღევანდელ ნომერში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

წყაროს ინფორმაციით ივანიშვილი მომხდარის გამო გარკვეულ პასუხისმგებლობას გრძნობს, მისი თქმით იური ვაზაგაშვილის მკვლელობა მასთან შეხვედრამ დააჩქარა, "ივანიშვილს არ დაუმალავს, რომ გამოძიებითა და საქმის გახსნით განსაკუთრებით დაინტერესებულია“- წერს გამოცემა.

ამასთან, ივანიშვილს უთქვამს, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობა ქვეყანაში არეულობას გამოიწვევს და შესაძლოა, ხალხმა ,,ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციებიც მოაწყოსო.

,,ივანიშვილს განუცხადებია, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვება, არ არის გამორიცხული, ხალხი ქუჩაში გამოვიდეს და საპროტესტო აქციები დაიწყოსო. აქამდე ის მაინც ვიცოდით, თუ ხალხი ქუჩაში გამოვიდოდა, ,,ნაცმოძრაობას“ გადაუვლიდა და ამისგან მათ ყველანაირად ვიცავდით, ახლა კი, ხალხი თუ გამოვიდა ქუჩაში, ნამდვილად ვერ ვიტყვი წინასწარ, მარტო ,,ნაცმოძრაობას“ გადაუვლის თუ ის ,,ქართულ ოცნებასაც“ ზედ მიაყოლებსო“,- წერს გამოცემა.

წყაროს ინფორმაციითვე, ივანიშვილს შეხვედრაზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის აუცილებლობაზეც უსაუბრია.

,,საქმე ისე მიდის, მგონი, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ვერ გადავურჩებით და ამაზე იფიქრეთო. მას ამის მთავარი მიზეზიც დაუკონკრეტებია. შემოდგომით რომ ჩატარდეს არჩევნები, ,,ნაცმოძრაობა“ ამ არჩევნებში დამარცხდება, მაგრამ არჩევნების შედეგებს გაყალბებულად გამოაცხადებენ და ქუჩაში გამოვლენ, შეეცდებიან, რევოლუციური გზით დაამხონ ხელისუფლება. ,,ნაციონალებმა“ ეს პროცესი რომც დაიწყონ, იმ დროისთვის საკმარისი რესურსი, ძალა არ ექნებათ, რომ თუნდაც დაწყებული რევოლუცია ბოლომდე მიიყვანონ. ამიტომ, წააგებენ არჩევნებს, რამდენიმე დღე იმიტინგებენ და ამით დასრულდება ყველაფერი, 2016 წელს, დანიშნულ დროს თუ ჩატარდება არჩევნები, იმ დროს ,,ნაცმოძრაობა“ უფრო მეტად იქნება გაძლიერებული, მომზადებული, ქუჩაში რომ გამოვლენ, მაშინ უკვე მაგათ შინ ვეღარ შეაბრუნებ, რევოლუციასაც დაიწყებენ და უმართავ პროცესებს გამოიწვევენ. მათი შემაკავებელი ფაქტორი ხალხი იქნება, მაგრამ, ,,ნაციონალთაგან“ გამწარებული ხალხი მაგათ თუ დაუპირისპირდა, ეს სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიგვიყვანს და ისევ ,,ნაციონალთა“ წისქვილზე დაასხამს წყალს. ჩემი გათვლებით, უმჯობესია, ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს. ,,ნაცმოძრაობას“ ბოლო და მომაკვდინებელი დარტყმა ვაგემოთ, ვიდრე გავრისკოთ და 2016 წელს, აქეთ შემოგვიბრუნდნენ და შავ დღეში ჩაგვყარონ. ,,ნაციონალები“ ვერც 2016 წელს მოვლენ რევოლუციის გზით ხელისუფლებაში, მაგრამ ქვეყანას დიდად დააზარალებენ და მე ეგ მადარდებსო. ივანიშვილის ამ წინადადებას აზრთა სხვადასხვაობა გამოუწვევია, მაგრამ ივანიშვილს უთქვამს, მე ჩემი გითხარით და ახლა თქვენი გადასაწყვეტია. ისე, გაიხსენეთ, როცა არ დამიჯერეთ, ყველგან ჩაფლავდითო“,- წერს გაზეთი.

როგორც წყარო აცხადებს, საუბრის დასასრულს სიტყვა მიხეილ სააკაშვილზე, მის გააქტიურებასა და უკრაინაში ,,ნაცმოძრაობის“ წევრთა მაღალ პოსტებზე დანიშვნაზეც ჩამოვარდნილა.

,,ივანიშვილს აქ გიორგი ბადაშვილ უარყოფით კონტექტში კიდევ ერთხელ უხსენებია. მთელი პროკურატურა იმაზე მუშაობს, რომ სააკაშვილზე ინტერპოლით ძებნა გამოცხადდეს, საამისოდ, ოთხი უცხოელი პროკურორიც კი ჩამოვიყვანე, მაგრამ ამ საქმეს დღემდე ვერ მოაბა თავი. არადა, თუ სააკაშვილზე ინტერპოლით გამოცხდდა ძებნა, ამას სერიოზული ეფექტი ექნება, პოლიტიკურ გვამად გადაიქცევა და მისი აქტიურობა ყოველგვარ აზრს დკარგავსო“,- წერს გაზეთი.

ამის გარდა, ექსპრემიერს საგარეო საქმეთა სამინისტროც გაუკრიტიკებია, რადგან უწყებას უკრაინაში მაღალ პოსტზე ინტერპოლით ძებნილის, ზურაბ ადეიშვილის შესაძლო დანიშვნა აქამდე არ გაუპროტესტებია.

,,ზურაბ ადეიშვილის უკრაინაში დასაქმების შესახებ კი ივანიშვილს განუცხადებია, ინტერპოლით ძებნილი პოროშენკომ ექსპერტად რომ მიიწვია, ამაზე საგარეო საქმეთა სამინისტრომ ერთი მკაცრი განცხადება მაინც გააკეთოს, ეს ქვეყნის შეურაცხყოფაა და როცა შეურაცხყოფას გაყენებენ, მინიმუმ უნდა გააპროტესტო და ხმა ამოიღოო“,-აღნიშნავს გამოცემა.

წყარო "ალია"




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42