პარლამენტის თავმჯდომარე დეპუტატებს მოუწოდებს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის და კიდევ ორი მოსამართლის არჩევასთან დაკავშირებით პროცესს გონიერებით გაუმკლავდნენ.
ამის შესახებ განცხადება უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე გააკეთა.
მისი თქმით, პარლამენტს კანონი უმნიშვნელოვანეს ფუნქციებს აკისრებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების განწესების ნაწილში.
„იმისთვის, რომ პროცესი მაქსიმალურად ეფექტური იყოს და მართლმსაჯულებაში გაცილებით უკეთესი ვითარება გვქონდეს, ამ პროცესს ჭკუით და გონებით უნდა გავუმკლავდეთ. თუ ვინმეს ამ ტემაზე სკანდალი სურს, ჩვენ ამის საშუალება არ უნდა მივცეთ. თუ ვინმე ითხოვს, რომ ამ თემაზე საჯარო კონსულტაციები გაიმართოს, ეს არ მოხდება, რადგან ეს არ არის საჯარო პროცესი. როცა კანდიდატები პარლამენტში დასახელდება, საჯარო პროცესი ამის შემდეგ იქნება, როცა კანდიდატებს განვიხლვათ“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






