ამ საზარელი მკვლელობის სამიზნე მხოლოდ ბატონი იური არ იყო - უსუფაშვილი
პოლიტიკა - 15:00, 22 Jan, 2015     1810

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა კოლეგებს სიტყვით მიმართა და მწუხარება გამოხატა იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების გამო.

უსუფაშვილის თქმით, იური ვაზაგაშვილის გარდაცვალებით საქართველომ ქართველი მამის სიმბოლო და ეტალონი დაკარგა.

„მინდა, თქვენთან ერთად ვისურვო და მივცეთ პირობა ყველას, რომ ქართველი დედები და მამები აღარ შეეწირებიან თავიანთი მოკლული შვილებისთვის ბრძოლას და დამნაშავეების დასჯისთვის ბრძოლას. ამას თავად გააკეთებს ქართული სახელმწიფო. ეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ, ეს არის ჩვენი ვალი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება. ისიც ფაქტია, რომ ამ საზარელი მკვლელობის სამიზნე არ იყო მხოლოდ ბატონი იური. ბატონმა იურიმ უკვე მოასწრო ყველაფრის თქმა, რისი თქმაც მისგან იყო საჭირო. როგორც ჩანს, აქ სხვა მიზნებია და ამიტომ, მინდა, ყველას მივმართო: ჩვენი სწორი რეაქცია ამ საშინელებაზე იქნება ის, რომ თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამის გამო ვინმე გაჩუმდება - არ უნდა გაჩუმდეს, სათქმელი უნდა ითქვას და მეორე, თუ ამის მიზანია ქართული სახელმწიფოს გამოცდა, ხელისუფლების გამოცდა, შეგვიძლია თუ არა, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები, გამოვიძიოთ დანაშაული, თუ რამე შეცდომა იყო დაშვებული, ამ შეცდომას გავუმკლავდეთ, შევხედოთ რეალურად თვალებში და ნაბიჯები გადავდგათ - ზუსტად ეს უნდა გავაკეთოთ, ეს იქნება ჩვენი სწორი რეაქცია ამ ყველაფერზე, გარდა საერთო მწუხარებისა, რომელსაც ყველა ვუერთდებით“, - განაცხადა უსუფაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42