ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი გიუმრიში რუსი სამხედროს მიერ მოკლული სერიოჟა ავეტისიანი დაკრძალვას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"პირველად ვნახე პატარა კუბო, თეთრი ფუმფულა სათამაშო დათუნიები სამუდამო სამყოფელთან. ასეთი სევდიანი - მზიანი დღე იანვარში. უფრო მეტი ცით, ცივი ჰაერით.
ბუთხუზას ცხედარს ტაძარისკენ მოასვენებდნენ, როდესაც მე პირველად ვისმენდი ბევრ ტირილს უცნობ ენაზე. პირველად არ მინდოდა შემეხედა კუბოსთვის, შევხებოდი. არ მინდოდა დამემახსოვრებინა კაცი სამრეკლოში, რომელიც ტირილის მიუხედავად, ტაეპების სრული დაცვით რეკდა ზარებს. ხმა გიუმრში 180 დღის ბუთხუზას ჩამოსვენებას იუწყებოდა.
ყელში ჰაერის უზარმაზარი გუნდები მაქვს გაჩხერილი, გაყინული მაქვს ხელისგულები. ტრაგედია გლოვის დღეების (დღის) გარეშე. გიუმრი 20 იანვარი", - წერს ქაშიაშვილი.
რუსმა ჯარისკაცმა გიუმრიში ავეტისიანების შვიდსულიანი ოჯახი ამოწყვიტა
მასალის გამოყენების პირობები






