ეკა ბესელია აცხადებს, რომ იგი არ იზიარებს ნაფისმსაჯულთა ინსტიტუტს და აღნიშნავს რომ იმ სახლემწიფოებშიც მწვავე კრიტიკა არსებობს, რომლებიც ამ ინსტიტუტის სამშობლოდ ითვლებიან.
„მე პირადად, როგორც იურისტი და სისხლის სამართლის სპეციალისტი არასოდეს არ ვუჭერდი მხარს იდეას ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს ინსტიტუტს და იმ ქვეყნებში რომლებიც ითვლება ამ ინსტიტუტის სამშობლოდ, იქაც ძალიან მწვავე კრიტიკა არსებობს და მგონია რომ არ არის ეს ინსტიტუტი გამართლებული სასამართლოს დამოუკიდებლობის მისაღწევად“. განაცხადა ეკა ბესელიამ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თამარ კორძაიას თქმით ნაფიცმსაჯულთა კომიტეტის გაუქმება ყოველგვარ ლოგიკას არის მოკლებული.
„კანონპროქტის ინიციატორების მოსმენის გარეშე ვერ დავეთანხმები იმიტომ რომ ჩვენმა პარლამენტმა გააფართოვა ნაფიცმსაჯულთა მონაწილეობით განსახილველი საქმეების კატეგორია და დღეს ამის გაუქმება ყოველგვარ ლოგიკას არის მოკლებული“.- განაცხადა თამარ კორძაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






