საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის წლიური ანგარიში წარადგინეს ადმინისტრაციის უფროსმა, დავით პატარაიამ და მისმა მოადგილემ, გიორგი აბაშიშვილმა. ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ფონდის მიერ გასულ წელს გაწეულ ხარჯებსა და მომავალი წლის მთავარ პრიორიტეტებზე ისაუბრეს.
„ქვეყნის სარეზერვო ფონდი განსაზღვრულია 5 მილიონი ლარით. დაფინანსდა დაახლოებით 75% სხვადასხვა ტიპის პროექტები. მოხერხდა 1123 სოციალურად დაუცველი ოჯახურ მზრუნველობას მოკლებული და მძიმე ავადმყოფი ბავშვის დახმარება.
ქვეყანაში საკმაოდ მძიმე სოციალური ფონიდან გამომდინარე, ეს იყო ჩვენი მოკრძალებული მცდელობა, რომ დავხმარებოდით სწორედ იმ ადამიანებს, ვისაც განსაკუთრებით ესაჭიროებოდათ დახმარება,“ - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, დავით პატარაიას განმარტებით, სარეზერვო ფონდის მიმდინარე წლის სტრატეგია უკვე განსაზღვრულია; ზოგადად კი,პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის პრიორიტეტებია დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებისა და სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების გაძლიერების ხელშეწყობა.
მასალის გამოყენების პირობები






