"მსოფლიოს წამყვან ბაზრებში ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია"
პოლიტიკა - 12:46, 22 Jan, 2015     1792

ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვიდა სესიაზე “მოგზაურობა და ვაჭრობა მაღალი რისკების ეპოქაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დავოსში ვიზიტს განაგრძობს. დღეს ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვიდა სესიაზე “მოგზაურობა და ვაჭრობა მაღალი რისკების ეპოქაში”. ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ღია საზღვრების პოლიტიკაზე.

“დღევანდელ მსოფლიოში თავისუფალი და ღია საზღვრების პოლიტიკა, როგორც ასეთი, არის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის, მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის წინაპირობა. ღია საზღვრებს შეუძლია არსებითი სარგებლის მოტანა. ევროკავშირში ადამიანები მოგზაურობენ თავისუფლად, ასევე დაუბრკოლებლად ხდება პროდუქციის ტრანსპორტირება და მომსახურების მიწოდება. ვაჭრობის ლიბერალიზაცია და მსოფლიოს წამყვან ბაზრებში ინტეგრაცია არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი. ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შედეგად (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით), საქართველომ გადადგა უდიდესი ნაბიჯი წინ. ეს ხელშეკრულება იძლევა ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობებში სატარიფო და არასატარიფო დაბრკოლებების მოხსნის შესაძლებლობას. გარდა ამისა, ის არეგულირებს ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრს,” - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თავისუფალმა ვაჭრობამ მეზობლებსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან უკვე მოიტანა საგრძნობი პოზიტიური შედეგები. ამ ეტაპზე საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობა დაახლოებით ერთი მილიარდი მომხმარებლის ბაზართან ევრაზიის კონტინენტზე და მთავრობა ძალ-ღონეს არ იშურებს, რათა უზრუნველყოს ვიზების ლიბერალიზაცია და თავისუფალი ვაჭრობა ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის სხვა წევრ ქვეყნებთან, ასევე აშშ-სა და კანადასთან.

სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემირ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ღია საზღვრების პოლიტიკის წინაშე მდგარ გამოწვევებზე, ასევე ისაუბრა პარტნიორობის აუცილებლობაზე რისკების ერთად და კოორდინირებულად დასაძლევად.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი კიდევ ერთხელ გამოვიდა ინიციატივით, თბილისში მოეწყოს აბრეშუმის გზის ფორუმი, სადაც მონაწილეობას მიიღებს ყველა დაინტერესებული სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაცია.

“ფორუმზე განხილული იქნება ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენასთან, ასევე თანამშრომლობის ოთხ სფეროში (ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ვაჭრობა და ადამიანებს შორის კონტაქტი) პარტნიორობის გაღრმავების სარგებელსა და პრაქტიკულ განხორციელებადობასთან დაკავშირებული საკითხები. დარწმუნებული ვარ, რომ თბილისის ფორუმი მოგვცემს დიდ პოტენციალს (სხვა საკითხებთან ერთად) ღია საზღვრების პოლიტიკის განმტკიცებისთვის. გამოვთქვამ იმედს, რომ თქვენ მხარს დაუჭერთ ამ ფორუმს და დაინტერესებას გამოთქვამთ მის მიმართ,” - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42