უსუფაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის წევრ კრისტოფ ბერგნერს შეხვდა
პოლიტიკა - 12:42, 22 Jan, 2015     1355

გერმანია-საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობა და შემდგომი თანამშრომლობა იყო მთავარი თემა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილისა და გერმანიის ბუნდესტაგის წევრ კრისტოფ ბერგნერის შეხვედრისას, რომელიც დღეს, პარლამენტის თბილისის სასახლეში გაიმართა.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში გერმანიის ბუნდესტაგის სპიკერის მოახლოებულ ვიზიტზე, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა.
საუბარი შეეხო ასევე გერმანიის მხრიდან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების საკითხს, რომელიც უახლოეს მომავალში იგეგმება.
სტუმარი თავის მხრივ, დაინტერესდა, საქართველოში განვითარებული შიდა პოლიტიკური მდგომარეობით და აქ განვითარებული პროცესებით, რის შესახებაც პარლამენტის თავმჯდომარისგან შესაბამისი ინფორმაცია მიიღო.
როგორც კრისტოფ ბერგნერმა აღნიშნა, იგი საქართველოს ამ თორმეტიოდე წლის წინათ სტუმრობდა და მისი შეფასებით, მართლაც შთამბეჭდავია ის პროგრესი, რასაც საქართველომ ამ წლების განმავლობაში მიაღწია.
დავით უსუფაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ურყევი სწრაფვა ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ და ხაზგასმით აღნიშნა გერმანიის დიდი როლი ამ პროცესებში.
შეხვედრის დასასრულს, პარლამენტის თავმჯდომარემ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა გერმანიასთან და, ზოგადად, დემოკრატიულ სამყაროსთან თანამშრომლობისათვის ყველა მიმართულებით. გერმანიის ბუნდესტაგის წევრმა კი აღნიშნა, რომ გერმანია კვლავაც მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისკენ სწრაფვას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42