მოსკოვში მცხოვრებმა ბიზნესმენმა დავით იაკობაშვილმა დავოსში ვიზიტისას ჟურნალისტებთან ფოთის პორტის ნავთობტერმნალის აქციების რუსულ კომპანია „როსნეფტისთვის“ მიყიდვასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.
დავით იაკობაშვილის განცხადებით, გარიგების შესახებ ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლებას არ გააჩნდა, რადან შეთანხმება კერძო კომპანიებს შორის გნხორციელდა.
„ეს არ არის სტრატეგიული ობიექტი, დღეს ეს ყველაზე პატარა ტერმინალია და ვფიქრობ ხელისუფლებამ არც უნდა იცოდეს, თუ რას ვაკეთებ მე. არ ვერევი პოლიტიკაში“,-განაცხადა დავით იაკობაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ კომპანია „როსნეფთტი“ დასავლეთის მიერ არის სანქცირებული. ამ ობიექტის გასხვისების გამო, ხელისუფლება ოპოზიციის მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა. ყოფილი სახელისუფლებო პარტიის გარდა, იაკობაშვილის მიმართ პრეტენზიები აქვს ტერმინალის ძველ მფლობელსაც. თამაზ ნიჟარაძე, რომელიც თავს დავით კეზერაშვილის მიერ შევიწროებულ ბიზნესმენად მიიჩნევს, ძველი საკუთრების დასაბრუნებლად სასამართლოს გზით იბრძვის.
მასალის გამოყენების პირობები






