სოფლის მეურნეობის მინისტრი ჩინეთის ელჩს შეხვდა
პოლიტიკა - 17:56, 21 Jan, 2015     1620
ოთარ დანელია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ბინ იუეს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს, მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით არსებულ პოზიტიურ დინამიკაზე გაამახვილეს.

„ბოლო 10 წლის მონაცემებს თუ გადავხედავთ, 2014 წელი იყო ყველაზე პოზიტიური და ნაყოფიერი საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების გააქტიურების თვალსაზრისით,მნიშვნელოვნად გაიზარდა ტვირთბრუნვა. ბიზნეს წრეებში დიდია ინტერესი საქართველოში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიმართ“, - განაცხადა ჩინეთის ელჩმა.

შეხვედრაზე ოთარ დანელიამ კიდევ ერთხელ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ელჩს საქართველოში არსებულ საინვესტიციო კლიმატზე. მინისტრმა ისაუბრა იმ დამატებით საექსპორტო შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოში ევროკავშირთან ასოცირებისა და ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების გაფორმების შემდეგ გაჩნდა. ოთარ დანელიას თქმით, მთავრობა მზად არის მაქსიმალურად შეუწყოს ხელი საქართველოს სოფლის მეურნეობაში ჩინური ინვესტიციების განხორციელებას. ამ კონტექსტში მხარეებმა განიხილეს დასავლეთ საქართველოში ჩაის პლანტაციების აღორძინების, აკვაკულტურების წარმოებისა და სასათბურე მეურნეობების მოწყობის პერსპექტივები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42