სოფელ ფიჩორში ოკუპანტები შეიჭრენ ორჟანიების ოჯახში, საიდანაც წაყვანილი ჰყავთ სამი ადამიანი, ხოლო სოფელ ოტობაიადან, ჯოჯუების ოჯახიდან წაყვანილი ჰყავთ ორი ძმა. სანამ დაკავებულებს უაზის მარკის ავტომობილში ჩასვამდნენ, ოჯახის წევრების თავლწინ მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ, წაიყვანეს მათი კუთვნილი ავტომობილი, რის შემდეგაც გადავიდნენ სოფელ ფიჩორში სადაც სათითაოდ ყველა ოჯახში შეიჭრენ შეიარაღებულები. შეშინებული მოსახლეობა თხილნარებში გაიხიზნა, ხოლო მოხუცებს, რომლებმაც გახიზვნა ვერ შეძლეს რუსი ოკუპანტები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ოკუპანტები აცხადებენ, რომ ეს არის ერთგვარი წმენდა მოსახლეობის და დაშინება იმისთვის, რომ მათ აღარ გაბედონ საოკუპაციო ხაზის გადმოლახვა და სარგებლობა სხვადასხვა ქართული პროდუქტებით.
ოკუპანტები გალის რაიონში შესულები არიან ოთხი კამაზის ტიპის მანქანით, ამ ეტაპზეც მიმდინარეობს მოსახლეობის წმენდა. ჭუბურხინჯში დაკავებული ჰყავთ 11 ადამიანი და ითხოვენ მათ საბუთებს, ოკუპანტებს უნდათ გარკვევა, იყვნენ თუ არა ეს ადამიანები გადასული ზუგდიდში. ოჯახებიდან ამოიღეს "მაგთიფიქსის" ტელეფონები. ასევე ზამთრისთვის მომარაგებული სურსათ-სანოვაგე. მოსახლეობა გაუსაძლის მდგომარეობაში იმყოფება.
ძმები ორჟონისბის და ჯოჯუების დაკავების ფაქტს გალის რაიონის გამგებელი ოთარ გოგოხიაც ადასტურებს.
მასალის გამოყენების პირობები






