არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალდამცავთა დაცვის ლიგის“ დამფუძნებელი ირაკლი ფირცხალავა იური ვაზაგაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებული განცხადების გამო ლადო სადღობელაშვილის დაკითხვას ითხოვს.
„ლადო სადღობელაშვილი დღეს უნდა დაიკითხოს საგამოძიებო ორგანოში, მან ჩვენება უნდა მისცეს და დაასახელოს ის პიროვნება, ვინც მას ეს ინფორმაცია გაანდო. როგორც ეტყობა, მას ინფორმაციები გააჩნია ამ საქმესთან დაკავშირებით“, - აცხადებს ფირცხალავა.
„თავისუფალი თაობის“ ლიდერმა ლადო სადღობელაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ „იური ვაზაგაშვილი იმ ჯგუფის მიერ არის მოკლული, ვისაც ვაზაგაშვილი ხელს ადებდა.“
„ვისაც ბატონი იურა ხელს ადებდა ესენი იყვნენ ფირცხალავა და გვაზავა, ისინი „ნაციონალების“ დროს ჯალათები იყვნენ და დღესაც აგდებულად უდგებიან ამ საკითხს. ვაფრთხილებ გინს მოეგონ და ნუ გადავლენ ზღვარს“, - განაცხადა სადღობელაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






