იური ვაზაგაშვილის პანაშვიდზე 2004 წელს დიდუბის ეკლესიასЕან მოკლული ბუტა რობაქიძის მამა სოსო რობაქიძეც იმყოფებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ ის ხალხი, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" დროს იყვნენ თანამდებობებზე, დღესაც ისევ იქ არიან და სიტუაციას აკონტროლებენ .
რობაქიძის თქმით, რადგან მათ სამართლის პოვნა კანონიერად ვერ მოახერხეს, სამართლიანობის აღდგენა სხვა გზებით მოუწევთ .
„ის ხალხი რომლებიც ნაციონალების დროს იყვნენ თანამდებობაზე პროკურატურაში და შსს-ში დღესაც არიან. ამ ხალხს მიუწვდებათ ხელი იარაღზე და ყველანაირ ტექნიკაზე. როდესაც ვამბობდი რომ ეს ხალხი გირაოს ქვეშ არ უნდა იყვნენ, ფირცხალავასნაირები და დონაძისნაირები, არ მიჯერებდნენ და შედეგიც მივიღეთ.
მე ვადასტურებ, რომ 4 დღის წინ ბატონი იურა შეხვდა ბიძინა ივანიშვილს. თუ წავა საქმე ისე, რომ უნდა დაგვხოცონ, ჩვენც რაღაცას ვიზამთ, იმიტომ რომ კანონიერად ვერაფერს ვერ ვაკეთებთ და ჩვენც გამოვხშირავთ ამ ხალხს რამენაირად“.- განაცხადა რობაქიძემ.
იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს, კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის, ზურა ვაზაგაშვილის საფლავთან მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაიცვალა. ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები






