როგორც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დავით ნარმანიამ განაცხადა, წინა ხელისუფლების დროს მიწისქვეშა გადასასვლელების მოვლა პატრონობა სამ სხვადასხვა უწყებაზე იყო გადანაწილებული და პასუხისმგებლობები მკაფიოდ არ იყო განსაზღვრული.
მისივე თქმით, შპს “უძრავი ქონება - თბილისი“, რომელიც ამიერიდან დედაქალაქში არსებულ 41-ვე მიწისქვეშა გადასასვლელის კეთილმოწყობაზე იზრუნებს, თბილისის მერიის დაქვემდებარებაშია.
თბილისის მერმა დღეს პირველი დავალებებიც გასცა. კერძოდ, კომპანიის ხელმძღვანელობას მიწისქვეშა გადასასვლელების დასუფთავებისთვის 10 დღიანი ვადა მიეცა. გარდა ამისა, არსებული რესურსებით მიწისქვეშა გადასასვლელების მოსაწესრიგებლად და განათების უზრუნველსაყოფად კომპანიას გეგმა გრაფიკის შემუშავება დაევალა, რომლის შესრულებას დავით ნარმანია პირადად გააკონტროლებს. თბილისის მერის თქმით, მოსაწესრიგებელია ფართების გაქირავებიდან მიღებული შემოსავლების საკითხიც.
მასალის გამოყენების პირობები






