ჩემთვის ცრუს და მატყუარას ძახილს, ხელში წიგნი აიღე და ინსტიტუტი დაამთავრე - კილაძე თამაზაშვილს
სოც.მედია - 12:40, 21 Jan, 2015     11110

„ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე დეპუტატ ლექსო თამაზაშვილს პასუხობს და ურჩევს, მისთვის ცრუს და მატყუარას ძახილს, წიგნი იკითხის.

კილაძე ასევე ნიკუშა შენგელიას მიმართავს, რომ გულზე ხელი დაიდოს და თქვას, რომ „უგულავასთავის ფულის ახევის ამბავი“ მისგან გაიგო.

„გუშინდელი ტრაგედიის მერე მხოლოდ ახლა გადავწყვიტე ვუპასუხო კოლექტიურ ხელისუფლებას და არა პირადად იმ ახალგაზრდა ყმაწვილს,რომელსაც მხოლოდ პრემიერის ცოლისძმის სტატუსი აქვს და კაცმა არ იცის,რა დამსახურებისთვის ზის ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში:

შევეცდები ვიყო კონკრეტული :

1.ნეპოტიზმი,კორუფცია,მოსაგები და მოგებული ტენდერები,პრემიები,ბიზნესწილები-საკუთარ სტომაქს გადააყოლეთ ეს ქვეყანა !!!

2.დაიჯერეთ რომ ეს ქვეყანა ნინიას ბაღია (ლირიკაა,მაგრამ სხვა უფრო ზუსტი შედარება არ მაქვს )

3.მოშალეთ სახელმწიფო ინსტიტუტები,მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტრო ,რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების და სტაბილურობის გარანტი უნდა იყოს.მინისტრი კი იმ ნიშნით შეარჩიეთ,რომ სამინისტროს რეალური მმართველი პრემიერის სიმამრი ყოფილიყო.

4.მოშალეთ ფინანსური ინსტიტუტები-ქვეყანა დგას და მორჩა.!!!

5.ააგულავეთ კრიმინალი.ჟარგონისთვის ბოდიში,მაგრამ რაც ქვეყანაში დღეს ხდება,ამას სხვა სახელი არა აქვს."კანონიერი ქურდები"მართავენ ციხეებს.არჩევენ ქონებების დაბრუნების საქმეებს."თავანების"და "ობშიაკის"ფულზე დარბის ნახევარი საქართველო.

6.თქვენ პრემიერის ცოლის ნათესავებმა დაიმისეთ საგზაო დეპარტამენტი და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.ჯერ კიდევ ბევრი კორუფციული სქემის გასაჯაროება გველოდება წინ.

7.თქვენ ანგრევთ სახელმწიფოს პირადი ინტერესების გამო და არ იცით,რომ არაფერი ამ ქვეყნად მუდმივი არ არის.

8.თქვენ ვერ აღადგინეთ სამართლიანობა-მეტიც ალიანსში შეხვედით დამნაშავეებთან.რა ესაქმებოდა და რატომ შეხვდა ზვიად ჯანყარაშვილი"რედისონში"გია ლორთქიფანიძეს?რა თემას განიხილავდნენ ერთად?

9.თქვენ ანგრევთ ამ ქვეყანას,ამიტომ ,უნდა წახვიდეთ და რაც შეიძლება მალე.!!!!

p.s. ნიკუშა შენგელაიამ კი გულზე ხელი დაიდოს და დაიფიცოს ,რომ უგულავასთვის ფულის ახევის ამბავი ჩემგან გაიგო და დავუჯერებ.და ბოლოს,ლექსო ტოლი ნახე,კოჭი გააგორე.ჩემთვის ცრუს და მატყუარას ძახილს,ხელში წიგნი აიღე და ინსტიტუტი დაამთავრე.უხერხულია,კაცი პარლამენტში იჯდეს და დიპლომი არ ქონდეს.მე ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას გავაგრძელებ. ( მიჩვეული ვარ )

შენი სახელი და გვარი კი ამ მოწვევის პარლამენტის მერე აღარავის ემახსოვრება.!!!“, - წერს კილაძე.

ლექსო თამაზაშვილმა ელისო კილაძეს მატყუარა ჟურნალისტი უწოდა. საქმე ეხება "ქრონიკა +"-ში გამოქვეყნებულ მასალას ეხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ ის და ზვიად ჯანყარაშვილი ბიზნესმენ თემურ უგულავასთან არაოფიციალურ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42