ეკა ბესელია იური ვაზაგაშვილის გარდაცვალებას მისი შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გამოძიებასთან აკავშირშიებს. უმრავლესობის წევრის განცხადებით ორივე საქმე ის ტრაგედიაა რომლის პასუხისმგებლობაც სააკაშვილის ხელისუფლებას ეკისრება.
„ეს შემზარავი ფაქტი გარკვეულ ბმაში არის ალბათ მისი შვილის გარდაცვალების ფაქტის გამოძიებასთან დაკავშირებით. ეს ის საქმეებია, რომელთა ტრაგედია არის სწორედ სააკაშვილის ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ჩვენი პასუხისმგებლობა არის ის, რომ ამ საქმეების გამოძიება იყოს ბოლომდე მიყვანილი“-აცხადებს ბესელია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, იური ვაზაგაშვილი კასპის რაიონში, საკუთარი შვილის საფლავზე, აფეთქების შედეგად გარდაიცვალა. აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც იური ვაზაგაშვილი საკუთარი შვილის საფლავზე ყვავილებს ცვლიდა. სავარაუდოდ ასაფეთქებელი მოწყობილობა სწორედ საყვავილეში იყო ჩამონატაჟებული. იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში.
მასალის გამოყენების პირობები






