არასამთავრობო ორგანიზაციები იური ვაზაგაშვილის გარდაცვალებას ეხმაურებიან და ხელისუფლებას სწრაფი და მიუკერძოებელი გამოძიებისკენ მოუწოდებსენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს.
"სრულიად საზოგადოება შეძრა 20 იანვარს, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის სასაფლავზე მომხდარი აფეთქების შედეგად იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტმა.
არასამთავრობო ორგანიზაციები მოვუწოდებთ შესაბამის საგამოძიებო ორგანოებსა და ხელისუფლებას უზრუნველყონ სწრაფი, მიუკერძოებელი, ეფექტური გამოძიება. ცნობილია, რომ იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში. საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესის გათვალისწინებით უმნიშვნელოვანესია პროცესის მაქსიმალურად გამჭვირვალედ და მაღალპროფესიულად წარმართვა. იმედს ვიტოვებთ, რომ ამ საშინელი დანაშაულის ჩამდენი პირები უმკაცესრად დაისჯებიან კანონის მთელი სიმკაცრით.
ორგანიზაციები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ იური ვაზაგაშვილის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი“, „საზოგადოებრივი დამცველი“ და „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ აწერს.
მასალის გამოყენების პირობები






