საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, დროულად გამოძიონ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე.
ელისაშვილი პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდა, სადაც იური ვაზაგაშვილის გარდაცვალებას აპროტესტებდნენ.
„ველოდები, რომ ყველა კითხვას უსწრაფესად გაეცემა პასუხი. ამ ხალხის ტკივილით მოვიდნენ ხელისუფლებაში და ამ ხალხის დახმარებით მოირგეს თბილი სავარძლები. მოვუწოდებ, წამოდგნენ ამ თბილი სავარძლებიდან და საქმე გააკეთონ. წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხისგება მოუწევთ. თუ არადა ქუდი დაიხურონ და წავიდნენ. ნატამალი ეჭვიც თუ დარჩა, გადმოვიდნენ იმ ჯიპებიდან, რომლებიც ხოშიანად მოირგეს და წავიდნენ“, - აცხადებს ელისაშვილი.
იური ვაზაგაშვილი შვილის საფლავზე აფეთქების შედეგად გარდაიცვალა. პროკურატურამ გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები






