უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი ჯანდაცვის სისტემაში მარტიდან ფართომასტაბიანი რეფორმების დაწეყბას აპირებს.
ამის შესახებ კვიტაშვილმა გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა.
„უკრაინის ჯანდაცვაში მინი რევოლუციაც მოხდება და უფრო მეტიც. ჯანდაცვის სისტემა აქ ფუნქციონირებს ისე, როგორც ჩვენთან ფუნქციონირებდა 1995 წელს. წარმოიდგინეთ რეფორმების მხრივ რა უკან არის. იციან, რომ ბევრი ცვლილებაა საჭირო და რაც შეიძლება სწრაფად. უკრაინაში კორუფციის და სახელმწიფო ხარჯების არამიზნობრივად ხარჯვა ხდება და დასჯილი ჯერ არავინ მინახავს, მითუმეტეს ჩემს სისტემაში. მე ჩამოვედი, რომ დავეხმარო ქვეყანას გაიკვალოს გზა. რეფორმებზე მუშაობის გამოცდილება მაქვს.ის ეტაპი რაც უნდა უკრაინამ გაიაროს ამის გამოცდილება მაქვს მიღებული. ომის ფაქტორი მძიმეა ქვეყნისთვის. ეს დიდი გავლენას ახდენს ქვეყნის ცხოვრებაზე, თუმცა ეს არ უნდა იყოს არგუმენტი რეფომრების განხორციელების წინაარმდეგ. პირიქით ამან პროცესები უნდა დააჩქაროს. მზადდება საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც საფუძველს დაუდებს ჯანდაცვის სისტემის რეფორმირებას, რომელიც შესყიდვების პრობლემებს მოხსნის. მარტიდან ვაპირებთ რეფორმების განხორციელებას, ამისთვის საჭიროა საკანონმდებლო ბაზის შეცვლა და პარლამენტის მხარდაჭერა, რომ ბევრი კანონი შეიცვალოს“, - განაცხადა კვიტაშვილმა.
ფართომასტაბიანი რეფორმების განხორციელებას გეგმავს უკრაინის იუსტიციის სამინისტროც. როგორც მინისტრის მოადგილემ გია გეწაძემ „არჩევანში“ განაცხადა, რეფორმების შედეგებს მოსახლეობა საკუთარ თავზე იგრძნობს.
„ჩვენ იუსტიციის სამინისტროში ვგეგმავთ სხვადასხვა მიმართულებით რეფომრების გატარებას, ეს არის როგორც საკადრო ოპტიმიზაცია, ასევე ახალი კადრების მიღება, კონკურსების ჩატარება, სერვისების გაუმჯობესება და ასე შემდეგ. რეფორმები იქნება რადიკალური ის შეხება რეესტრის და რეგისტრაციების გაუმჯობესებას. სასამრთლო გადაწყვეტილებების აღასრულების ეფექტიანობის გაუმჯობესებას და ასე შემდეგ. მთავარი არის ის რომ არის დიდი მოტვაცია. მოხარული ვარ რომ ამ გუნდში მიწევს მუშაობა“, - განაცხადა გეწაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






