მე ვარ იური! მე ვარ საქართველო! - სალომე ზურაბიშვილი
სოც.მედია - 21:05, 20 Jan, 2015     4202

,,საქართველოს გზის“ საპატიო თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილი იური ვაზაგაშვილის მკვლელობას „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ეხმაურება.

„მე ვარ იური! მე ვარ საქართველო!

პირველი სიტყვით გადმოუცემელი შოკის შემდეგ მოდის კითხვების ნიაღვარი: ვის აწყობს საქართველოში აბსოლუტური უსამართლობა და გაუთავებელი ოცწლეული დაუსჯელობა, სიმართლის არასოდეს დადგენა ....რაც გვაიძულებს ჩვენ ერთ წრეში ტრიალს და ერთი ადგილის ტკეპნას?

ვის აქვს ესოდენ კარგად შესწავლილი ქართული პსიხოტიპი რომ 9 აპრილის მხეცობის არ იყოს, ან კიდევ რამდენიმე ასეთი შემზარავი მოვლენის მსგავსად, იცის წინასწარ რომ საფლავის შეურაცხყოფა, მამაშვილის ურთიერთობის გაბილწვა ამგვარი სიკვდილით, სამართალისთვის მებრძოლე ადამიანის ასე ბოროტად “ჩაკვლა"..... ეს ყველაფერი წარმოადგენს იმას რაზედაც ქართველი (თუ კი ის ცოტათი მაინც ქართული კულტურის მატარებელად რჩება) არ შეიძლება არ გამოვიდეს წყობიდან ! ანუ ვიღაცას განზრახული აქვს ქართულ საზოგადოების აღრევა, ისეთი დარტყმის მიყენებით, რომელზე წყნარი და მოზომილი პასუხი არ არსებობს.... ვიღაცას ესმის რომ ეს სუსტი და უსუსური მთავრობა ამ ვნებათაღელვას ალბათ ვერ მოერევა და ვერ გაუმკლავდება ! ვიღაცა გეგმავს რომ ამ შემზარავი ფაქტით ისევ ჩაგვითრიოს იქ საიდანაც ჯერაც ვერ გამოვსულვართ : ურთიერთ ეჭვების, ურთიერთ სიძულვილის, დაქსაქვის, არეულობის, ქვეყნის დაშლის ჯადოსნურ (თუ უფრო სწორედ ეშმაკურ) ჩაკეტილ წრიდან!

დღეს მე იური ვაზაგაშვილი ვარ, მაგრამ ამავდროულად საქართველო ვარ! საქართველო რომელიც უზარმაზარ საფრთხის წინაშე დგას !“, - წერს ზურაბიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42