ნანა კაკაბაძე საზოგადოების მღელვარებას და ხელისუფლების წინააღმდეგ აქციების დაწყებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ უფლებადამცველმა, იური ვაზაგაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. კაკაბაძის გთქმით, საზოგადოებამ ხელისუფლებას პასუხი უნდა მოსთხოვოს და მასშტაბური და პერმანენტული აქციები დაიწყოს.
მოხდა ტერაქტი, ეს იყო ის ფაქტი, რომელზეც დღეს ხალხიც აიმაღლებს ხმას და დღევანდელ ხელისუფლებას მოსთხოვს სათანადო პასუხს იმისათვის, რომ დღემდე არ არიან დასჯილნი ის ადამიანები, რომლებიც ჩადიოდნენ სხვადასხვა მკვლელობებს წინა ხელისუფლების დროს. აქციები უნდა დაიწყოს სასწრაფოდ და დაიწყოს რა თქმა უნდა ამ ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელმაც არ მისცა საზოგადოებას ნორმალური ცხოვრების და არსებობის საშუელება, „- განაცხადა ნანა კაკაბაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღს იური ვაზაგაშვილი კასპის რაიონში, საკუთარი შვილის საფლავზე, აფეთქების შედეგად გარდაიცვალა. აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც იური ვაზაგაშვილი საკუთარი შვილის საფლავზე ყვავილებს ცვლიდა. სავარაუდოდ ასაფეთქებელი მოწყობილობა სწორედ საყვავილეში იყო ჩამონატაჟებული. იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში.
მასალის გამოყენების პირობები






