ვიცე-პრემიერი კახი კალაძე იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და ოჯახს თანაგრძნობას უცხადებს.
როგორც კალაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დანაშაული სასწრაფოდ უნდა იქნეს გამოძიებული.
„შემძრა იური ვაზაგაშვილის დაღუპვამ… ეს საშინელი დანაშაული უნდა სასწრაფოდ იქნას გამოძიებული, საზოგადოება აღელვებულია და ითხოვს პასუხს.
ძალიან მიჭირს ამ ტრაგედიის სიტყვებით გაზიარება, ვუსამძმრებ და ვუთანაგრძნობ…
სამწუხაროდ კარგად მესმის თითოეული მოკლულის ოჯახის… ჩვენ ერთი ჯოჯოხეთი გამოვიარეთ…
ყველა სამართლის და შვების ძიებაშია, მაგრამ უსუსურია საკუთარი ტკივილის წინაშე…
ვაზაგაშვილების ოჯახის გაუბედურებაში მონაწილე თითოეული დამნაშავე უნდა იყოს გამოვლენილი და დასჯილი… ეს არის სახელმწიფოს ღირსების საქმე თორემ ოჯახების ტრაგედიას უკვე არაფერი შველის“, - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






