სასჯელაღსრულების სამინისტრო ექვსი პატიმრის შიმშილობის ფაქტს ეხმაურება
პოლიტიკა - 16:15, 20 Jan, 2015     1230

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო სასჯელაღსრულების № 7 დაწესებულებაში 6 მსჯავრდებულის შიმშილობის ფაქტს ეხმაურება.

"მსჯავრდებულთა ნაწილი შიმშილობის მიზეზად არასათანადო სამედიცინო მომსახურებას ასახელებს, ხოლო მეორე ნაწილი - ინფრასტრუქტურულ პრობლემებს. აღნიშნულთან დაკავშირებით გვსურს განვმარტოთ, რომ თითოეულ მათგანს შიმშილობის მართვის დადგენილი ინსტრუქციის შესაბამისად სრულყოფილი სამედიცინო სერვისი მიეწოდება.

საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ მსჯავრდებულთა პროტესტის რეალური მიზეზი ხშირად განსხვავებულია მედიისთვის მიწოდებული შიმშილობის საბაბისგან. უმეტესად მოშიმშილე პატიმრების ქმედებები არაკანონიერი მოთხოვნების დაკმაყოფილებას და ადამინისტრაციაზე გავლენის მოპოვებას ემსახურება. მათი სურვილები რეალურად უფრო შორს მიდის და სხვადასხვა ბერკეტით კრიმინალური სუბკულტურის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ არაერთხელ განაცხადა, რომ არ დაუშვებს მსჯავრდებულების არალეგიტიმური მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

რაც შეეხება შიმშილობის ისეთ მოტივებს, როცა მჯავრდებულები ითხოვენ თავიანთი სისხლის სამართლის საქმეების გადახედვას, არ ეთანხმებიან ბრალსა და განაჩენს, ასეთი სახის საკითხები ცდება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს კომპეტენციას და მათი გადაწყვეტა სხვა უწყებების პრეროგატივაა.

მოგეხსენებათ, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ხშირია შიმშილობის ფაქტები. მსჯავრდებულების მიერ პროტესტის ამგვარად გამოხატვის უფლება ვერ იქნება აკრძალული. ცხადია, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ადმინისტრაცია ყურადღებით მოუსმენს მსჯავრდებულებს, ზრუნვა გაგრძელდება მათ ჯანმრთელობაზე, თუმცა ვერ იქნება დაკმაყოფილებული წამოყენებული უკანონო მოთხოვნები. სასჯელაღსრულების დაწესებულებებში უსაფრთხოების სტანდარტების დაცვას განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება და ამ ფონზე სარეჟიმო პირობების დარღვევა შესაბამის სანქციებს გამოიწვევს. რა თქმა უნდა, არსებობს ინფრასტრუქტურული პრობლემები და ამ მიმართულებით გეგმაზომიერად გაორმაგებული ძალისხმევით ვმუშაობთ. ამის მაგალითია №6 დაწესებულებაში სარემონტო სამუშაოების დაწყება, რომლის მიზანს საცხოვრებელი პირობებისა და უსაფრთხოების სტანდარტის გაუმჯობესება წარმოადგენს. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ 2 წლის განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა: რეაბილიტაცია ჩაუტარდა ბათუმის №3 დაწესებულებას; დაბალი რისკის დაწესებულებად გარდაიქმნა №16 დაწესებულება, რომელიც უახლოეს მომავალში ამოქმედდება; სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვიდა ტუბერკულოზის სარეაბილიტაციო და სამკურნალო ცენტრი; რეაბილიტაციის შემდეგ ამოქმედდა ლიცენზირებული სასჯელაღსრულების ცენტრალური საავადმყოფო. დაიხურა ყველა ის დაწესებულება, სადაც მსჯავრდებულის განთავსება არაადამიანურ მოპყრობას უტოლდებოდა. №7 დაწესებულება მაღალი რისკის მსჯავრდებულთათვისაა განკუთვნილი და სწორედ ასეთი კატეგორიის პატიმრებისთვის შენდება ლაითურის ციხე, რომელიც დასავლური სტანდარტების გათვალისწინებით მოეწყობა.

ასევე, გვსურს, მოგაწოდოთ ინფორმაცია №7 დაწესებულების მსჯავრდებულ დ.გ.-თან დაკავშირებით, რომელსაც თითქოს თვითდაზიანების მიყენების შემდეგ სათანადო ყურადღება არ ექცევა. სამინისტრო ხაზგასმით აცხადებს, რომ მოცემულ პაციენტს მიეწოდება კანონით გათვალისწინებული სრული სამედიცინო მომსახურება და პერსონალის მუდმივი დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

გაცნობებთ, რომ მსჯავრდებული დ. გ. კუჭნაწლავის ტრაქტში უცხო სხეულის არსებობის გამო, ოპერაციული მკურნალობის ჩატარების მიზნით, 2014 წლის 8 დეკემბერს გადაყვანილ იქნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №18 სამკურნალო დაწესებულებაში. სამედიცინო პერსონალმა პაციენტს განუმარტა ჯანმრთელობის როგორც არსებული მდგომარეობა, ასევე, სავარაუდო გართულებებიც, თუმცა მსჯავრდებულმა უარი განაცხადა ოპერაციულ მკურნალობაზე, რაზეც შედგა შესაბამისი აქტი.

2015 წლის 5 იანვარს მსჯავრდებული №18 სამკურნალო დაწესებულებიდან №7 დაწესებულებაში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სამედიცინო პერსონალის მიერ შეფასებულ იქნა როგორც სტაბილური, მას დაენიშნა შესაბამისი მედიკამენტოზური მკურნალობა, რომელსაც დღემდე აგრძელებს.

მსჯავრდებულ დ.გ. - ს შემთხვევა თვალსაჩინო მაგალითია იმისა, როცა მსჯავრდებული მიზანმიმართულად ქმნის სამედიცინო პრობლემებს, შეგნებულად არ სარგებლობს შეთავაზებული ქირურგიული მკურნალობით იმისთვის, რომ დაიმძიმოს ჯანმრთელობის მდგომარეობა და ზეგავლენა მოახდინოს საზოგადოებრივ აზრზე. ესაა კრიმინალური სუბკულტურისკენ მიდრეკილ მსჯავრდებულებში გავრცელებული საკუთარი პირობების კარნახის აპრობირებული საშუალება, რომელსაც დღევანდელი ადმინისტრაცია არ წაახალისებს.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ სასჯელაღსრულების №7 დაწესებულებაში მოშიმშილე მსჯავრდებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ისინი სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან, თუმცა სამინისტროს პოზიცია ადმინისტრაციაზე მანიპულირების უკანონო მცდელობებთან დაკავშირებით შეუვალი და უკომპრომისოა. ჩვენი ყოველი ქმედება დაწესებულების შიგნით უსაფრთხოებისა და ადამიანების უფლებების დაცვას ემსახურება და კანონის უზენაესობას ემორჩილება", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42