დევნილთა სამინისტროსთან გამართულ აქციას - „არ გადასცე კადიევი რუსეთს“ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ბაჩუკი ქარდვაც შეუერთდა.
ბაჩუკი ქარდავა დაუშვებლად მიიჩნევს ხელისუფლების დუმილს კადიევის საქმეზე, რადგან მისი განცხადებით, ყველა ვინც ებრძვის რუსეთს საქართველოს თანამებრძოლია იქნება ეს დაღესტანში თუ უკრაინაში.
„კადიევი იბრძოდა თავისი ერის დამოუკიდებლობისათვის სწორედ რუსეთში. ქართველებს კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ოკუპირებული ტერიტორიები არის რუსეთის მიერ ოკუპირებული. ყველა საფრთხე, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მომდინარეობს არის რუსეთისგან მომდინარე.
ქართველმა ხალხმა და ხელისუფლებამ უნდა უთხრას არა რუსეთს აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციის გამო, უნდა ვუთხრათ არა რუსეთს ქართული სახელმწიფოებრიობის მტრობის გამო, უნდა ვუთხრათ არა რუსეთს კადევის გადაცემის გამო, რადგან ყველა ვინც ებრძვის რუსეთ ჩვენი თანამებრძოლია, იქნება ეს დაღესტანში თუ უკრაინაში.
ჩვენ ვიცავთ საქართველოს სახელმწიფეობრიობას და სწორედ ამ მოტივით, ვუყენებთ დღეს მთავრობას მოთხოვნას, - არ გადასცეს კადიევი რუსეთს“. - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
მიკაილ კადიევი სამართალდამცველებმა 2013 წელს იარაღის უკანონო შენახვისთვის დააკავეს, მას პატიმრობის ვადა მიმდინარე წლის ივნისში ეწურება. ამჟამად კი პატიმრობაში მყოფი მიკაილ კადიევი, რომელსაც ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე დევნილთა და განსახლების სამინისტრომ უარი უთხრა, ამ სტატუსის მოსაპოვებლად უზენაეს სასამართლოში იბრძვის.
მასალის გამოყენების პირობები






