ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ე.წ "სვანი ბიჭების საქმის" გამოძიებასთან დაკავშრებით „თავისუფალი თაობის“ მოთხოვნას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ლადო სადღობელაშვილზე მირეკავენ კოლეები. კომენტარი უნდათ:) მესმის კარგად და ამიტომ მოდით ჩემს პოზიციას აქ დავწერ ყველასთვის. იმიტომ რომ კოლეგებს ვცემ პატივს და არ მინდა ჩათვალოთ, რომ უკომენტაროდ გტოვებთ:)
1. ლადო სადღობელაშვილი გააქტიურდა მას შემდეგ რაც ვუწოდე პუტინის ბაღლინჯო:) შეიძლებოდა ბაღლინჯო არ დამეწერა, მაგრამ სხვანაირად სათქმელს ვერ ვიტყოდი და იგივე აზრზე ვრჩები.
2. ვინმე სადღობელაშვილი აქტიურობს იმიტომ ( ნებისმიერ აქტივობას ვგულისხმობ) რომ დაფინანსება მოიპოვოს. ფულს შოულობს ამით და თუ მას ჩემი ლანძღვისთვის ვინმე დააფინანსებს, ჩავთვლი ამას მორიგ ქველმოქმედებად ჩემი მხრიდან:)
P.s. სადღობელაშვილის იმედათ თუ ხართ დარჩენილები, მატროსოვის ციხესთან რომ იასამანია, აი ის, გიგის სარკმელიდან რომ ჩანს, გაზაფხულამდეც შეიძლება აყვავდეს:)“, - წერს ჟორჟოლიანი.
„თავისუფალი თაობა“ პროკურატურაში სარჩელების შეტანას და აქციის ჩატარებას აპირებს. ერთ-ერთი სარჩელი ეხება ნანუკა ჟორჟოლიანს. "დაუყოვნებლივ იქნას გამოძიებული ყველასათვის მივიწყებული საქმე - ე.წ "სვანი ბიჭების საქმე", სადაც ფიგურირებს ერეკლე კოდუა და ნანუკა ჟორჟოლიანი",- აცხადებენ ორგანიზაციაში.
მასალის გამოყენების პირობები






