„კულუარებში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უტა ივანიშვილის მეგობარი, მამუკა ბახტაძე შეცვლის და მას მამასთან რეკომენდაცია სწორედ უტა ივანიშვილმა გაუწია.
მამუკა ბახტაძე საქართველოს რკინიგზის დირექტორია და ამ თანამდებობაზე დანიშვნისას პრემიერის მაშინდელი მრჩევლის, გია ხუხაშვილის კანდიდატურად მოიაზრებოდა. იგი ამ თანამდებობაზე 2013 წლის სექტემბერში დაინიშნა.
მამუკა ბახტაძის გაპრემიერებაზე ბიძინა ივანიშვილი პოსტიდან წასვლის შემდეგაც ფიქრობდა.
„თქვენ კარგად მიკარნახეთ, კარგი ბიძია მამუკა ბახტაძე. სხვათა შორის , მე არ განვიხილავდი მას კანდიდატად, მაგრამ საინტერესო პიროვნებაა და შეიძლება ერთ ვარიანტად ესეც დარჩეს“- განუცხადა მაშინ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს, მაგრამ პოსტიდან წასვლის წინ არჩევანი ირაკლი ღარიბაშვილზე შეაჩერა.
კარგად ინფორმირებული ადამიანები ამბობენ, რომ მამუკა ბახტაძე არ იქნება პრემიერის პოსტზე ურიგო კანდიდატურა. ის გაწონასწორებული ადამიანია, არ აწუხებს პოლიტიკური კომპლექსები და არასდროს დაუძახებს კოლეგა მინისტრს, თუნდაც ყოფილს-ეულელს და უტვინოს. იგი მისაღები კანდიდატურაა პოლიტიკური ოპონენტებისათვის და მისი დანიშვნა ქვეყანაში ცივი ომის დასრულების დასაწყისი იქნებაო.“ წერს გაზეთი
წყარო „ქრონიკა+“
მასალის გამოყენების პირობები






