ბერლინში ქართული ღვინის პირველი გალერეა გაიხსნა
პოლიტიკა - 12:00, 20 Jan, 2015     1330

ბერლინში საერთაშორისო გამოფენის „მწვანე კვირეულის“ მიმდინარეობის პარალელურად, სადაც ქართული პროდუქციაც იყო წარმოდგენილი, ბერლინში ქართული ღვინის გალერეა გაიხსნა. გალერეის გახსნის ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციაში ლადო ჭანტურია და ქართული დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.ქართული ღვინის გალერეა კომპანია „ტიბანელმა“ გახსნა, რომელიც 2008 წლიდან გერმანიაში ქართული ღვინის ექსპორტს ახორციელებს.

გალერეაში, რომელიც ბერლინის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე Saviniplatz--ზე მდებარეობს, მხოლოდ ქართული დასახელების ღვინო, ჭაჭა და ბრენდი იქნება წარმოდგენილი. პირველ ეტაპზე ღვინის გალერეაში კომპანიების -„მეღვინეობა გრანელი“, „ასკანელი“, „ტყუპების ღვინის მარანი“, „ყვარლის სარდაფი“, „ალავერდისღვინოები“- 25 დასახელების პროდუქცია იქნება წარმოდგენილი. გალერეაში ქართველი ახალგაზრდა მხატვრების ნამუშევრებისგამოფენა-გაყიდვაც გაიმართება.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ განაცხადა, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ ქართული პროდუქციის პოპულარიზაცის ხელშეწყობა უფრო მეტად მნიშვნელოვანია. ქართული ღვინის გალერეის გახსნა ბერლინში სწორედ ქართული პროდუქციის მიმართ ცნობადობის გაზრდას და ინტერესის გაღრმავებას ემსახურება. ევროპის ბაზარზე ქართული ღვინო კიდევ უფრო მოთხოვნადი ხდება და ეს ფაქტიც ამის ნათელი დადასტურებაა.

ქართული ღვინის გალერეის ერთ-ერთი მფლობელი მიხაილ ქეცნა აღნიშნავს, რომ ბერლინში პირველი ქართული ღვინის გალერეა გახსნაქართული ღვინის სიყვარულმა გადააწყვეტინა. „ქართულ ღვინოს დიდი ხანია ვიცნობ და ძალიან მიყვარს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საფერავი ჯიშის ღვინო. ჩემს ორ პარტნიორთან ერთად დავგეგმე ეს პროექტი და იმედი გვაქვს, რომ წარმატებული იქნება და ქართულ ღვინის გერმანელ თაყვანისმცელემელთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება“, - აღნიშნა მიხაილ ქეცნამ.

ღვინის გალერეის გახსნას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42