მათი თქმით, აღნიშნული კანონპროექტი ქვეყანაში მედიის თავისუფლების შეზღუდვას გამოიწვევს.
საია-ს იურისტის, გიორგი გოცირიძის განმარტებით, აღნიშნული კანონპროექტი კონსტიტუციის 24-ე მუხლს ეწინააღმდეგება, რომლის მიხედვითაც სიტყვის და აზრის თავისუფლებაა გარანტირებული.
„თუ პარლამენტი ამ კანონს მიიღებს, ის განწირულია იმისთვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ეს ნორმა არაკონსტიტუციურად გამოაცხადოს,“ - აღნიშნავს გოცირიძე.
ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მოსაზრებით, არსებობს საფრთხე, რომ კანონპროექტი დამტკიცების შემთხვევაში შესაძლოა გამოყენებული იქნეს მედიის წინააღმდეგ ანგარიშსწორების იარაღად, მითუმეტეს, რომ ის ითვალისწინებს იურიდიული პირების სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც.
აღნიშნული კანონპროექტით მოწოდება შუღლის გაღვივების მიზნით, ასევე, მოწოდება ძალადობრივი ქმედებისკენ რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, ენობრივი და სხვა ნიშნების მქონე პირთა ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოგდების მიზნით დასჯადი ხდება
ცვლილება კერძო და იურიდული პირებისთვის, მათ შორის მედიის წარმომადგნებისთვის სანქციებს ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები






