არქიმანდრიტი ანთიმოზი დედაქალაქის მერს ნაძალადევის რაიონში სტადიონის გაკეთების გამო მადლობას უხდის
„მადლობა თბილისის მერს, ბატონ დავით ნარმანიას, სიტყვის კაცი ყოფილა. წინასაარჩევნოდ, როდესაც ც.დადიანის 34-ში, ანუ მეტრო ''ნაძალადევის'' კორპუსებში ბრძანდებოდა შეგვპირდა სტადიონის გაკეთებას. ნაციონალებსაც უნდოდათ,მაგრამ სტადიონი დიდია და ძვირი დაჯდებაო. გუშინ გავხსენით. ჩემი რეკომენდაცია გაითვალისწინეს, სტადიონს აფხაზეთში დაღუპული და ეხლა ჩამოსვენებული ტყუპების, ვასკა და ნუკრა წიკლაურების სახელი ეწოდა.
ბატონი ზაზა გაბუნიაც ყოჩაღობს, ნახალოვკაში, ბოლო სამ თვეში მეოთხე სტადიონი გახსნა. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობაზე, ხომ არ ეყარა კენჭი?!)))))))) მშვენიერი პრეზიდენტი იქნებოდა.
არქიმანდრიტი ანთიმოზი(ივერიელი)“, - წერს არქიმანდრიტი სოციალურ ქსელში.
მასალის გამოყენების პირობები






