,,მრგვალი მაგიდა - ნეიტრალური საქართველო“- არჩილ ჭყოიძე პარტიას ქმნის
პოლიტიკა - 13:20, 19 Jan, 2015     2026
ერეკლე მეორის საზოგადოების თავმჯდომარე არჩილ ჭყოიძე, სოციალურ ქსელში, ახალი პარტიის შექმნას აანონსებს და პარტიის შექმნის მიზეზებსაც ვრცლად მიმოიხილავს.

„ძალიან ხშირად მე და ჩემს თანამებრძოლებს სხვადასხვა იარლიყებს გვაწეპებენ: ხან პრო-რუსულს, ხან პრო-სომხურს, ხან პუტინის მონებად მოგვიხსენიებენ. არადა ჩვენ ერთადერთი ორგანიზაცია ვიყავით, რომლის წევრებიც ყოველთვის საჯაროდ ვამბობდით როგორც აქ, ასევე რუსეთში მათ შორის ისეთ პოლიტიკოსებთნ როგორებიც არიან ჟირინოვსკი, დუგინი, მილონოვი, რომ აფხაზეთის და სამაჩაბლოს აღიარება იყო რუსეთის მიერ დაშვებული დიდი შეცდომა. ჩვენ ყოველთვის მომხრე ვიყავით რათა საქართველოს ეწარმოებინა გაწონასწორებული პოლიტიკა, როგორც რუსეთთან, ასევე დასავლეთთან და გვემოქმედა ქვეყნის ინტერესებიდან.

ძალიან ხშირად ბევრი პროვოკატორი დეზინფორმაციებს ავრცელებს ჩვენს შესახებ, თითქოსდა გაზპრომი, კრემლი და ფსბ-აფინანსებს ჩვენს ორგანიზაციას, რაც მტკნარი სიცრუეა. მინდა განვაცხადო რომ ერეკლე მეორეს საზოგადოება პრაქტიკულად ყველა ღონისძიებას თავისი მხარდამჭერებისა და მეგობარი არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით ახორციელებს. ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ ერეკლე მეორის საზოგადოების ოფისიც კი ჩემ საკუთარ სახლშია განთავსებული. უბრალოდ ჩვენს ოპონენტებსა და მტრებს ვერ წარმოუდგენიათ თუ როგორ შეიძლება ამდენი ღონისძიებისა თუ აქციის, ასევე ინტერნეტ - ტელევიზიის მუშაობა ფინანსების გარეშე, ვინაიდან მათ არ იციან რას ნიშნავს სიტყვა პატრიოტიზმი. ისინი დიდი ხანია გადაეჩვივნენ სამშობლოსათვის სიკეთის კეთებას უფულოდ. აქედან გამომდინარე ბევრი მათგანი ფიქრობს, რომ იმას რასაც ჩვენ სამშობლოს სიყვარულით ვაკეთებთ, ამას ძალიან ბევრი ფული სჭირდება, რადგან ისინი ვინც 10-ათასობით გრანტებს ჭამენ როგორც დასავლეთიდან ასევე ჩრდილოეთიდან, არსად არ ჩანან და მათ არაფერი არ გამოსდით. ცოტა საუბარი გამიგრძელდა მაგრამ მინდა გაცნობოთ, რომ მე და ჩემმა მეგობრებმა, ჩვენმა მოძმე არასამთავრობო ორგანიზაციებმა გადავწყვიტეთ ჩამოვაყალიბოთ პარტია: ,,მრგვალი მაგიდა -ნეიტრალური საქართველო“- წერს არჩილ ჭყოიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42