ბიზნესმენი ლევან ვასაძე ქართველ ჟურნალისტებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ ისინი ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ.
ამის შესახებ ვასაძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ნახეთ, ტელევიზიები (თოქ-შოუები) როგორ შხამავენ მაყურებელს, ამ ისედაც გაწვალებულ მოსახლეობას ყოველ საღამოს ხალხის ძიძგილაობასა და ერთმანეთის გინებასა და დაცინვას აყურებინებენ, რის შედეგადაც ადამიანს ამგვარი მაზოხიზმისადმი კვაზიჰიპნოტიური, ლამის ნარკოტიკული დამოკიდებულება უჩნდება და კივის - ამას ნუ ამიკრძალავთ, ეს ჩემი არჩევანიაო. ამასობაში კი მას ნიჰილიზმის, პესიმიზმის, ყველაფრისადმი ზიზღისა და შიშის განწყობა ეუფლება... სამწუხაროდ, დღეს ქართველი ტელეჟურნალისტი, უიშვიათესი გამონაკლისების გარდა, ნიშნავს ყროყინა, ვითომ ქართულით, თვალების ცეცებით მოსაუბრე, გაუნათლებელ, ცინიკურ ადამიანს, რომელიც მზად არის იკითხოს - „და რა არის წესიერება?“ , „და თქვენ რა უფლება გაქვთ, გქონდეთ პრეტენზია, რომ ეს იცით?“ და ა.შ. ვშიშობ, რომ ამ სავალალო და სამარცხვინო მდგომარეობის გამოსწორებას წლები დასჭირდება და მე მეცოდება ჩვენი თაობა, რომელიც ეპოქათა და იმპერიათა ცვლისა და ტეხის ცენტრში მოხვდა, ასე აირია და გაწვალდა“, - აცხადებს ლევან ვასაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






