რიმა ბერაძე, სოსო ერქომაიშვილი, გოჩა მეგრელიშვილი - ვინ გახდება გურიის გუბერნატორი
პოლიტიკა - 20:24, 18 Jan, 2015     2773
გურიის ახალი გუბერნატორის დანიშვნამდე სულ ცოტა დრო რჩება, უკვე თვეზე მეტია რაც გიორგი ჩხაიძემ პოსტი დატოვა და შემცვლელის ვინაობაზე ოფიციალურად საუბარი ჯერ არ ყოფილა.

უამრავი კანდიდატურის სახელმა და გვარმა გაიჟღერა, თუმცა ყველა მათგანის ვინაობა, გაჟღერებიდან რამდენიმე დღეში წარსულმა „შთანთქა“.

‘გურიის მოამბე“ ამ თემაზე, „განახლებული ენერგიით“, გასული კვირის დასაწყისიდან მუშაობდა.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, პოპულარული წამყვანისა და ჟურნალისტის, ნანა ლეჟავას მეუღლის, ვოვა არობელიძის კანდიდატურა ამ პოსტზე საბოლოოდ გამოირიცხა. ის კი არადა, მისი დანიშვნა სერიოზულად არც განხილულა, რადგან მასსა ბატონ ბიძინა ივანიშვილს შორის „შავი კატა“ კარგა ხნის წინ „გარბენილა“.

ყველაზე სერიოზულ კანდიდატებად დღეს ზაზა სიორიძის რძალი, მერაბ სიორიძის მეუღლე, ოზურგეთის ყოფილი რაიკომის მესამე მდივანი,ამჟამად თბილისის საკრებულოს წევრი, რიმა ბერაძე, რჩება, რომელსაც ზურგს „ქართული ოცნება“ უმაგრებს.რამდენად შეუშლის თუ შეუწყობს ხელს რიმა ბერაძის გურიის გუბერნატორად დანიშვნას ის გარემოება, რომ ქალბატონი რიმა , ოზურგეთის არჩეული მერის, ბეგლარ სიორიძის ახლო ნათესავია, ჯერ-ჯერობით უცნობია. თუმცა როგორც ჩვენი წყარო გვატყობინებს, თადავ რიმა ბერაძე ამ ახლობლობას უარყოფს და აცხადებს,რომ მეუღლის ნათესავებთან საერთოდ არანაირი კონტაქტი არ აქვს და არც მომავალში ექნება.

მასზე არანაკლები-(მეტი თუ არა) შანსები გააჩნია ვინმე სოსო ერქომაიშვილს.

თუ რიმა ბერაძეს გურიისა და უფრო მეტად ოზურგეთელებისათვის წარდგენა არ სჭირდება, ამ უკანასკნელმა (სოსო ერქომაიშვილმა) თავი გურულებს, შარშან, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დღეს დაამახსოვრა, როცა გურიის დედაქალაქში უბან- უბან დარბოდა და განწირული ხმით, „ქართული ოცნების“ კანდიდატს-ბეგლარ სიორიძეს „პროვოკატორსა“ და „ნაძირალას“ ეძახდა(ამის ამსახველი ვიდეომასალა ,,გურიის მოამბეს „ არქივშია).

თუმცა მის მხარდამჭერებში ბერა ივანიშვილი მოიაზრება და ასეთ დროს „ვიღაც ბეგი სიორიძის“ გინება, თუნდაც „ქართული ოცნების“ კანდიდატის რანგში მყოფისა, დიდი ვერაფერი დაბრკოლებაა.

რაც შეეხება მესამე კანდიდატს, ის გოჩა მეგრელიშვილი, მეტსახელად „გურიეცია“, მას მხარს მხარის სამივე მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატები, თემუს ჭკუასელი, თემურ ჩხაიძე და ზვიად კვაჭანტირაძე უჭერენ. დეპუტატებმა, თავიანთი მხარდაჭერა, გავრცელებული ინფორმაციით, ოფიციალური განცხადების სახით დაადასტურეს, თუმცა სწორედ ეს განცხადება დარჩა მეგრელიშვილის მეორეხარისხოვან კანდიდატად ქცევის ერთ-ერთი და არა ერთადერთი მიზეზი.მთავარ მიზეზებზე “გ.მ.” ადრეც წერდა და ის,გავრცელებული ინფორმაციით, მეგრელიშვილის ,,ახალაიას საქმეში“ თანამონაწილეობას შეეხებოდა.

წყარო: გურიის მოამბე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42