მინისტრის განმარტებით, აქამდე დასჯადი იყო მხოლოდ ისეთი შემთხვევები, როდესაც შუღლის ნიადაგზე, მაგალითად, მკვლელობის შედეგი დგებოდა. იზორიამ აღნიშნა, რომ ახალი რეგულაცია არ ზღუდავს სიტყვის თავისუფლების უფლებას, არამედ დაცულია ბალანსი ერთის მხრივ სიტყვის თავისუფლებასა და მეორეს მხრივ, სხვადასხვა რელიგიების თანაარსებობასთან მიმართებაში. მინისტრის თქმით, დასჯადი იქნება შუღლი, რომელიც დაკავშირებულია ფიზიკური ძალის და ძალადობის ელემენტებთან.
"თავად შუღლის გაღვივების ფაქტი არ იყო დასჯადი. ჩვენ გავითვალისწინეთ რა უცხო ქვეყნების გამოცდილება, განსაკუთრებით გერმანიისა და ევროკავშირის სხვა მოწინავე ქვეყნებისა, წარმოვადგინეთ ინიციატივა, რომელიც მნიშვნელოვანია განსაკუთრებით იმიტომ, რომ ითვალისწინებს, მათ შორის, რელიგიურ ნიადაგზე შუღლის გაღვივებას, რომელსაც მძიმე შედეგი მოსდევს და ეს დაკავშირებულია ფიზიკურ და ძალდობრივ დაპირისპირებათან. აქედან გამომდინარე, სტაბილურობისთვის, მშვიდობიანი თანაარსებობისთვის, მათ შორის რელიგიურ ნიადაგზე, აუცილებელია ასეთი სისხლის სამართლებრივი და დასჯადი ქმედების არსებობა.
როდესაც ვამბობ, რომ არსებობს გამოცდილი ქვეყნების პრაქტიკა, ეს გულისხმობს იმას, რომ ამ ქვეყნებში ბალანსი, ოქროს შუალედი, რომელიც დაკავშირებულია, ერთის მხრივ, სიტყვის ანუ გამოხატვის თავისუფლებასთან და მეორეს მხრივ, საზოგადოების, მათ შორის, სხვადასხვა კონფესების, რელიგიების მშვიდობიან თანაარსებობასთან, დაცულია. აქედან გამომდინარე, ამ ინიციატივით ეს ბალანსი დაცულია", - განაცხადა ლევან იზორიამ.
მასალის გამოყენების პირობები






