სისხლის სამართლის კოდექსსი დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას მინისტრმა აღნიშნა, რომ აქ საუბარია უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ უკანონო ფორმირებებზე და არავითარ შემთხვევაში იმ მოქალაქეებზე, ვინც ხელისუფლების გვერდით იბრძვის. ,,კითხვები და წუხილი, რომელიც გაჩნდა უსაფუძვლოა“ - დასძინა იზორიამ.
მისივე განმარტებით, სისხლის სამართლის კოდექსში ახალი, 312-ე პრიმა მუხლი, ვრცელდება პირებზე, რომლებიც უკანონო ფორმირებაში გაწევრიანდებიან.
"ჩვენ, ბუნებრივია, გვქონდა ასეთი ქმედება, დასჯადი სისხლის სამართლის კოდექსით, როდესაც საქართველოს მოქალაქე თუ საერთაშორისო ტერორისტულ საქმიანობას ეწეოდა და საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციაში იყო გაწევრიანებული, მაგრამ ის აქტივობები, რომლებიც ახლა სირიასა და ჩრდილოეთ ერაყში ხორციელდება, ხშირ შემთხვევაში არ უკავშირდება კლასიკურად ტერორისტული ორგანიზაციების მცნებას. ამიტომ იმ პრაქტიკას ვიყენებთ, რომელიც საერთაშორისოდ არის მიღებული, სადაც ამ მცნებით, რასაც ჰქვია უკანონო ფორმირება, უკვე ყველა ტიპის ტერორისტული საქმიანობა იქნება მოცული. აქედან გამომდინარე, საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც უცხო ქვეყანაში უკანონო ფორმირებაში მონაწილეობას მიიღებს, ან გაუჩნდება სურვილი გაიაროს შესაბამისი წვრთნა, ან ვინმეს გადაიბირებს ასეთ ორგანიზაციებში მონაწილეობისთვის, დაისჯება 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით", - განაცხადა ლევან იზორიამ
მასალის გამოყენების პირობები






