"საბჭოს წევრი ვარ და ამ განხილვაში მონაწილეობა არ მიმიღია, ვერ გატყვით რას ამბობს გენერალური მდივანი, ვერც ვერავის მოვუწონებ გადაწყვეტილებების მიღებას წინასწარი განხილვის გარეშე. ნებისმიერ საკადრო გადაწყვეტილებას , ცვლილებას მივესალმები მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იგი პარტიის დემოკრატიულ რელსებზე დაყენებას შეუწყობს ხელს. არ ვიცნობ ამ საკითხს ამიტომაც ვერაფერს გეტყვით,"-განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
,,ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ვაკანტური თანამდებობა შესაძლოა კონსტიტუციონალისტმა ირაკლი კობახიძემ დაიკავოს. ირაკლი კობახიძე ნინო ბურჯანაძის ,,დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გია კობახიძის შვილია.
"ჯერჯერობით ვერ დაგიდასტურებთ ვერაფერს. უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში კონსულტაციები მქონდა ზოგადად სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის, თანამდებობასთან დაკავშირებითაც. მე ზოგადად, პარტიის წევრი თავიდანვე ვიყავი, ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი ვარ და აქედან გამომდინარე, პარტიასთან მუდმივად მქონდა კავშირი და აქტიური კონსულტაციებიც", - განაცხადა კობახიძემ.
მართველ პარტიაში საკადრო ცვლილებების შესახებ ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ ვიდეოდიალოგის მიმდინარეობისას ისაუბრა.
"გარკვეული ცვლილებები პარტიაში განხორციელდა. ჩვენ გვყავს ახალი აღმასრულებელი მდივანი, რომლის წარდგენაც უახლოეს მომავალში მოხდება. რაც შეეხება გეგმებს, საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს და ეს ყველა რაიონული ორგანიზაციისთვის იქნება ცნობილი. 2016 წელს, ჩვენ გვაქვს არჩევნები, თუმცა მანამდე ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო იმისთვის, რომ ნამდვილად ჩამოვაყალიბოთ პარტია, რომელიც იქნება სოციალურ-დემოკრატიულ იდეოლოგიაზე დაფუძნებული. თუ რა ღონიძიებები გატარდება და რა პროექტები განხორციელდებოდა, ამის შესახებ უახლოეს გაწერილი იქნება სამოქმედო გეგმა",-განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ,,ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის პოსტს ზვიად ჯანყარაშვილი იკავებდა, რომელმაც თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
მასალის გამოყენების პირობები






