„საფრთხეები არსებობს თუმცა ამ გამოწვევების ადეკვატურად ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებებია გადადგმული და შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა რომ უსაფრთხოების ყველა ზომებია იმისათვის რომ თითოეული მოქალაქე იყოს პონტენციური ტერორისტებისგან დაცული.“- განაცხადა იზორია.
შს მინისტრის მოადგილე საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადბასაც გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოდან სირიაში ასეულობით საქართველოს მოქალაქეა წასული საბრძოლველად და ამას საქართველოს ხელისუფლება სათანადო ყურადღებას არ აქცევს
„სააკაშვილი საკუთარი განცხადებებით არადამაჯერებელი ხდება საქართველოს მოსახლეობის წინაშე და არამხოლოდ საქართველოს მოქალაქეების წინაშე, არამედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების წინაშეც, რომლებმაც იციან თუ რას ვაკეთებთ ამ მიმართულებით. რაც შეეხება მეორე ტყუილს რომ ასეულობით არიან მოხალისეები წასული ესეც ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული, მინდა სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ ეს ასეულსაც არ შეადგენს. ლაპარაკია რამდენიმე ათეულზე. ეს არის კატეგორია რომელიც გადადის თურქეთში და ძალიან რთულია ამის იდენტიფიცირება. მათი აქტიურ ბრძოლაში ჩართვის დადასტურება პოსტფაქტუმ ხდება.“- აღნიშნა ლევან იზორიამ.
ლევან იზორიას თქმით, საკანონმდებლო ინიციატივა , რომლის მიხედვითაც უკანონო ფორმირებებში საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობა დასჯადი ხდება არ უკავშირდება ამჟამინდელ მოვლენებს, რადგან სამინისტრომ ამაზე მუშაობა სექტემბერში დაიწყო.
„24 სექტემბერს გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია -2178 , რომელიც ითვალისწინებს სწორედ ამ პრობლემის დარეგულირებას, ეს ახალი პრობლემაა მთელი მსოფლიოსთვის და ჩვენ წინასწარ მოვემზადეთ ამ პრობლემისთვის. 18 დეკემბერს მიიღო მთავრობამ ეს კანონპროექტი უკვე პარლამენტში შევიდა. შესაბამისად თანმიმდევრული პოლიტიკა გრძელდება.“- განაცხადა იზორიამ.
მასალის გამოყენების პირობები






